შსს-ს პრობაციის დეპარტამენტის ნარკომანიის კონტროლის სამსახურის 2023 წლის მესამე კვარტლის (ივლისი-სექტემბერი) მონაცემებით, ნარკოტიკების მოხმარების ყველაზე მეტი შემთხვევა, ისევე როგორც მეორე კვარტალში, თბილისში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე ნაკლები – სამცხე-ჯავახეთში.

სტატისტიკის თანახმად, მამაკაცებსა და ქალებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა, უფრო მეტი დადებითი პასუხი იქნა მიღებული მამაკაცების ტესტირებიდან.

სულ ჩატარდა 1436 ტესტი. ტესტირება ჩატარდა 18-დან 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში.

ქვემოთ წარმოგიდგენთ ტესტირებულთა რაოდენობას:
თბილისი: 609
იმერეთი: 123
აჭარა: 164
კახეთი: 136
გურია: 65
სამეგრელო: 133
სამცხე-ჯავახეთი: 21
ქვემო ქართლი: 91
შიდა ქართლი: 94

ზემოაღნიშნული მონაცემებით, ყველაზე მეტი ტესტირება ჩატარდა თბილისში, ყველაზე ნაკლები – სამცხე-ჯავახეთში.

სამცხე-ჯავახეთში 18 წლამდე ასაკის პირებს ტესტირება არ ჩაუტარდათ, 18-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში 3 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება. 25-44 წლის ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა 14 ტესტი, 45-60 წლის ასაკში – 4 ტესტი. ტესტირება არ ჩატარებულა 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში.

ტესტის შედეგებზე დადებითი პასუხი 1030-მა ადამიანმა მიიღო.

თბილისი: 498
იმერეთი: 59
აჭარა: 95
კახეთი: 101
გურია: 33
სამეგრელო: 101
სამცხე-ჯავახეთი: 17
ქვემო ქართლი: 69
შიდა ქართლი: 57

სამცხე-ჯავახეთში 3 დადებითი პასუხი 18-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში დაფიქსირდა. 25-44 წლის ადამიანებში 10 პასუხი იყო დადებითი, ხოლო ოთხი დადებითი პასუხი 45-60 ასაკობრივ ჯგუფში.

მამაკაცებში 1020 ტესტის შედეგი აღმოჩნდა დადებითი, ხოლო ქალებში – 10