უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 3 120 ახალი შემთხვევიდან 1 033 თბილისში, 502 აჭარაში, 517 კი იმერეთში დაფიქსირდა.
დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
„ქვემო ქართლი – 192, შიდა ქართლი – 126, გურია – 95, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 332, კახეთი – 100, მცხეთა-მთიანეთი – 107, სამცხე-ჯავახეთი – 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 887“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.