„საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“ მიმდინარე 2023 წელს სოფელ არაგვასა და დილისკას ამბულატორიების რეაბილიტაციის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ აღნიშნულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კითხვის საპასუხო ჰოლდინგის წერილში.
2022 წლის 1 მარტიდან სპეციალურად ამ მიზნით შექმნილმა “საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგმა” დაიწყო პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა სოფლებში და იმ ადგილებში, სადაც სამედიცინო ცენტრები არ არის. მას შემდეგ დაიწყო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ამბულატორიების ასაშენებლად სოფლის ამბულატორიების და მიწის ნაკვეთების სახელმწიფოსთვის, ხოლო შემდეგ ჰოლდინგისთვის გადაცემის პროცესი. ზუსტად ამდენი ხანი არ იყო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რით არის დაკავებული ჰოლდინგი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. ჰოლდინგის ხელმძღვანელებისადმი Jnews-ის მრავალრიცხოვანი შეკითხვა პასუხგაუცემელი დარჩა, ადგილობრივ ხელისუფლებასაც არ ჰქონდა ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ჰოლდინგის ხელმძღვანელობას 2023 წლის ივლისში ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმირების თხოვნით წერილი გაუგზავნა, ახალქალაქის ამბულატორიების ჰოლდინგში გადაცემის შემდეგ რა სამუშაოები განხორციელდა და რა იგეგმება.
საკრებულოს მიერ გაგზავნილი წერილის საპასუხოდ ჰოლდინგი წერს, რომ 2022 წლიდან სოფლის ამბულატორიების მდგომარეობის ანალიზს ატარებს. შესწავლილია საქართველოს მასშტაბით 1000-ზე მეტი ამბულატორიის მდგომარეობა.
“შედეგად გამოვლინდა შემდეგი ინფრასტრუქტურული პრობლემები: შენობების უმეტესობა ამორტიზირებულია, მათ შორის გარკვეულ რაოდენობას რეაბილიტაცია ესაჭიროება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში მიზანშეწონილია ახალი შენობის მშენებლობა”,- ნათქვამია ჰოლდინდის საპასუხო წერილში.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ ამჟამად ჰოლდინგი სხვა კომპანიასთან ამბულატორიების გასარემონტებლად ხელშეკრულებას აფორმებს. ამ შემთხვევაში აღჭურვილი იქნება ის ამბულატორიები, რომლებიც საჭიროებენ სახურავის გარემონტებას, ელექტროენერგიას, წყალს, გათბობას, კარ-ფანჯრების დამონტაჟებას და ა.შ.
აღდგენითი/მშენებლობის პროცესი მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.
კადრების სიმცირის გათვალისწინებით, ჰოლდინგი ექიმებს მათთვის ადაპტირებულ პროგრამას სთავაზობს.
“სოფლის ექიმებს შევთავაზეთ მოქნილი სამუშაო გრაფიკი. კერძოდ:
– კვირაში 5 დღე, დღეში 4 საათი
– კვირაში 3 დღე, დღეში 7 საათი
ამის შესაბამისად დაინერგა ეროვნული მონიტორინგის სისტემა და სოფლის ექიმის სამუშაო გრაფიკის შესრულების მონიტორინგი“, – ნათქვამია წერილში.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ 2023 წლიდან ექიმებისა და ექთნების ხელფასი 100 ლარით გაიზარდა.
– ექიმის ხელფასი იქნება 1162,50 ლარი
– ექთნების – 918,75 ლარი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ჰოლდინგისგან პასუხის მიღების შემდეგ კიდევ ერთი წერილი გააგზავნა თხოვნით, რომ ადგილობრივი ხელისუფლება სამომავლოდ ინფორმირებული იყოს მიმდინარე სამუშაოების, მონიტორინგის და ა.შ. შესახებ.
აღვნიშნავთ, რომ ჰოლდინგს სოფელ მაჯადიას, დილისკას, ზაკვის, ღოდოლარის, არაგვას, ტურცხის, აზავრეთის, ბარალეთის, გოგაშენის, იხტილას, ალასტანის, კარტიკამის, კუმურდოს ამბულატორიები უკვე გადაეცა.