საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 411 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 98 პაციენტი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ხუთი პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5015 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 573.