კორონავირუსთან ბრძოლაში მხარდასაჭერად თბილისის ანძა სომხეთის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.

„ამ ბრძოლაში ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! ერთად დავამარცხებთ პანდემიას“ – ამ მესიჯს საქართველო სომხეთს უგზავნის.

საქართველომ მსგავსი სოლიდარობა სხვა ქვეყნებსაც გამოუცხადა და სიმბოლურად, თბილისის ანძა იტალიის, ესპანეთის, თურქეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, აზერბაიჯანისა და გერმანიის დროშების ფერებში გაანათა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.