საქართველოში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 195 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 39 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ორი პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4708, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370 პირი.