კარანტინი და კომენდატის საათი, რომელიც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გამოაცხადა, ხვალიდან ამოქმედდება. რას ნიშნავს ეს…

კომენდატის საათი . საქართველოს ყველა მოქალაქეს ეკრძალება სახლიდან გასვლა საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე. ეგრეთ წოდებული კომენდატის საათი ხვალ, 31 მარტს 21:00 საათიდან ამოქმედდება.

ერთ ადგილას 3 პირზე მეტის შეკრება იკრძალება. გარდა აფთიაქებისა და სურსათის მაღაზიებისა, სადაც დაცული უნდა იყოს დისტანცია, დანარჩენ ადგილებში 3 პირზე მეტის შეკრება აკრძალულია. წარმოებასთან დაკავშირებით სახელმწიფო მუშაობს პროტოკოლის შექმნაზე, რადგან მრეწველობა არ აიკრძალება.

70 წელზე უფროსი ადამიანების სახლიდან გამოსვლა იკრძალება, თუ ისინი არ მიდიან ახლომდებარე სურსათის მაღაზიაში ან აფთიაქში. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და სოციალური სამსახურები ვალდებულნი არიან დაეხმარონ მარტოხელა, მოხუცებულ ადამიანებს.

ქვეყანაში კონტროლის პუნქტები იქმენა. კონკრეტულად თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში შეიქმნება მაკონტროლებელი პუნქტები, რომლებიც მოქალაქეების გადაადგილებას გააკონტროლებენ, ასევე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას შეამოწმებენ და პირველად თერმოსკრინინგს ჩაატარებენ. კონტროლის პუნქტებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის თავდაცვის ძალასთან ერთობლივად შექმნის.