2024 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტი რეგიონული განვითარების ფონდის სახსრებით 6 298 592 ლარის ოდენობით 10 კმ 206 მ გზის კეთილმოწყობას აპირებს. რომელია კონკრეტულად, ქვემოთ იქნება წარმოდგენილი?
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უკვე დაამტკიცა პროექტები, რომელთა განხორციელებასაც მერია რეგიონული განვითარების ფონდის სახსრებით აპირებს. ეს პროექტები ფონდთან ჯერ არ არის შეთანხმებული, თუმცა პროექტების წინასწარი მომზადება ხელს უწყობს პროგრამების სწრაფ განხორციელებას.
„წინასწარი დამტკიცება აუცილებელია, რათა ფონდიდან თანხების მიღებისას უკვე გვქონდეს მზა პროექტები განსახორციელებლად“, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსი არა მოვსისიანი.
პროექტების ჯამური მოცულობა 6 298 592 ლარს შეადგენს, გზების სიგრძე 10 კმ 206 მ.
დამტკიცდა შემდეგი 4 ინფრასტრუქტურული პროექტი:
1. აბული-კარტიკამის გზა, 2 კმ 244 მ ბეტონირება, საპროექტო თანხა 1 448 309 ლარი
2. კარტიკამი-აბულის შიდასასოფლო გზა, სოფელ კარტიკამში მოასფალტება, სიგრძე 1 კმ 214 მ, თანხა 1 217 750 ლარი
3. ვარევანი-ალასტანი-კოკიოს გზა, ასფალტირება, 6 კმ 39 მ, საპროექტო თამხა 3 521 276 ლარი, 22,17,18 მოპირდაპირედ. საერთო სიგრძე 358 მ, საპროექტო თანხა 115 257 ლარი.
4. №14 სამხედრო დასახლებაში სამი ვიწრო ქუჩის მოასფალტება. საერთო სიგრძე 358 მ, საპროექტო თანხა 115257 ლარი.