5 ნოემბერს ქალაქ კასპში 6-17 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში WKC კარატეს ღია ჩემპიონატი გაიმართა, საიდანაც ახალქალაქელი სპორტსმენები მრავალი გამარჯვებით დაბრუნდნენ.
შეჯიბრში ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან 14-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ყველა მათგანი ახალქალაქის სპორტული სკოლის მოსწავლე იყო ტრენერის სარგის მარკარიანის ხელმძღვანელობით.
ახალქალაქის გუნდმა 8 საპრიზო ადგილი მოიპოვა – 4 პირველი ადგილი, 1 მეორე ადგილი და 3 მესამე ადგილი. ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
1. კარაპეტიან ჟენია (ზაკვი) – პირველი ადგილი
2. ღაზარიან არუთიუნ (მაჯადია) – პირველი ადგილი
3. შახბაზიან ვარდ (ბალხო) – პირველი ადგილი
4. ალმასიან გრიგორ (ორჯა) – პირველი ადგილი
5.მურადიან მაქს (მაჯადია) – მეორე ადგილი
6.აფოზიან ვაჰან (ბუღაშენი) – მესამე ადგილი
7. ალექსანიან სერგეი (გომანი) – მესამე ადგილი
8. პარონიან სტიოპა (მაჯადია) – მესამე ადგილი.
აღნიშნულ შეჯიბრში საპრიზო ადგილებისთვის სპორტსმენებს ქულები ენიჭებათ. ამის წყალობით მათ შეუძლიათ საქართველოს ნაკრებში მოხვედრა.