ახალქალაქის N15 ქალაქის მრავალსართულიანი კორპუსებისა და მიმდებარე სახლების მცხოვრებლებმა Jnews-ის ჟურნალისტებს თხოვნით მიმართეს, რათა გაარკვიონ, მერიაში გაგზავნილი წერილის საპასუხოდ, აშენდება თუ არა დროის გასატარებელი ადგილი ქალაქის ამ ნაწილისთვის.

აღმაშენებლის ქუჩაზე რამდენიმე ადგილას არის მრავალსართულიანი შენობები, სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქის ერთ-ერთი ასეთი უბანი არის მე-15 ქალაქი. ადგილობრივები ამ ტერიტორიას ასე ეძახიან, რადგან ოდესღაც საბჭოთა დროს ამ ადგილას ჯარი ცხოვრობდა, საბჭოთა ჯარის გაყვანის შემდეგ ამ ბინებში ახალქალაქის რიგითი მოსახლეობა ცხოვრობს. მე-15 ქალაქს დიდი ხნის განმავლობაში ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას, რადგან ტერიტორიის ნაწილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. მოსახლეობამ ძლივს მიაღწია გზებისა და ეზოების დაგებას. ახლა, მათი სახელით, მრავალსართულიანი კორპუსების ეზოში როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის დროის გასატარებლად ადგილის აშენების თაობაზე ახალქალაქის მერიაში წერილობითი მოთხოვნა გაუგზავნეს.

Jnews-ი დაუკავშირდა მერიას იმის გასარკვევად, თუ რა რეაქცია ექნება ადგილობრივ ხელისუფლებას მე-15 ქალაქის მცხოვრებთა წერილზე. როგორც ახალქალაქის მერიაში აცხადებენ, მათ მოსახლეობისგან ხელმოწერით განცხადება მიიღეს და შესაძლოა, წერილის საპასუხოდ ადგილობრივმა ხელისუფლებამ რამე მოიმოქმედოს. თუმცა, კითხვაზე, რა გაკეთდება, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსმა მნაცაკან ფამბუხჩიანმა გვიპასუხა, რომ ეს ჩვენთვის ჯერჯერობით საიდუმლოდ დარჩება.

“ჩვენ მოსახლეობამ მოგვმართა. ჩვენი მოსახლეობისგან მიღებულ წერილს გვერდზე ვერ გადავტოვებთ. არ ვიცი რა ვთქვა. თქვენთვის ჯერჯერობით საიდუმლო იქნება. საკრებულოს სხდომაზე გაიგებთ”,- თქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსმა მნაცაკან ფამბუხჩიანმა.