იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია და მმართველი პარტია მორიგდებიან და პირველები შევლენ პარლამენტში ჯავახეთიდან საქართველოს პარლამენტში შესაძლოა არა 2, არამედ 3 დეპუტატი აღმოჩნდეს. მე-3 დეპუტატად შესაძლოა იყოს არსენ კარაპეტიანი, რომელიც “ევროპული საქართველოს” პარტიიდან არის.
ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ოპოზიცია საქართველოს პარლამენტში შესვლაზე მტკიცე უარს აცხადებს და მმართველ პარტიას “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” საპარლამენტო არჩევნების ფალსიფიცირებაში ადანაშაულებს. არჩევნების შემდეგ მალევე გახდა ცნობილი, რომ საქართველოს პარლამენტში ჯავახეთიდან მმართელი პარტიის მხრიდან 2 დეპუტატი შევა: სამველ მანუკიანი- ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქიდან მაჟორიტარული სისტემით, ხოლო სუმბათ კიურეღიანი- პარტიის პროპორციული სიებით.
თუმცა, როგორც ცნობილი ხდება, თუ ოპოზიცია დათანხმდება პარლამენტში შესვლას, არსენ კარაპეტიანი, რომელიც ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო, ასევე აღმოჩნდება იქ. 31 ოქტომბერს მიღებული ხმებით, “ევროპულმა საქართველომ” 5 მანდატი მიიღო. არსენ კარაპეტიანი პარტიულ სიებში 29-ე ნომერი იყო.
“დიახ, ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ პარლამენტს. სავარაუდოთ თქვენ იცით, რომ პროპორციული სისტემით, შიდა სიებით მე ჩვენი პარტიის მხრიდან პარლამენტში მოვხვდი, თუმცა მე ისევე, როგორც ჩვენი გუნდი, მონაწილეობაზე უარს ვაცხადებთ. პრინციპში, მე კრიტერიუმებს გავდივარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარლამენტში შევალ ან პარლამენტში ყოფნა მაინტერესებს იმ ფარსის გამართლებით, რომელიც ამ არჩევნებზე მოხდა. ცალსახად, მე, როგორც ჩემი გუნდი და სხვა ოპოზიციონერები, თუკი მათ საქართველოს პარლამენტში მონაწილეობის დიდი ამბიცია აქვთ, არ უნდა შევიდეს აღნიშნულ პარლამენტში, რადგან- ეს არის იმ ლაქის მოშორება, რაც საქართველოში არჩევნებზე მოხდა”,- ამბობს არსენ კარაპეტიანი.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის თაობაზე ცვლილებების პაკეტი შესთავაზა. ოთხიდან ორი პუნქტის მიხედვით, რომელიც საარჩევნო სისტემის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმას ითვალისწინებს, დისკუსია ღიაა, თუმცა ვადამდელ არჩევნბს, რომელიც ოპოზიციისთვის საკვანძო მოთხოვნაა, ხელისუფლება არ განიხილავს. “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გამორიცხავს.