20 ოქტომბერს ჯვრის კურთხევისა და გახსნის სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თან ახლდა სამხვერპლო ცერემონია და გამასპინძლება.

Goman xach8

ამიერიდან სოფელ გომანის შესასვლელთან ლითონის კონსტრუქციის 9,5 მეტრიანი სომხური ჯვარი იდგება, რომელიც განათებულიც არის.

ინიციატივის ავტორები არიან ძმები ლავრენტი, სპარტაკი და ედიკ აკობიანები, გომანელები, რომლებიც ამჟამად რუსეთსა და სომხეთში ცხოვრობენ. კურთხევის ცერემონია ჯავახეთის ვიკარიატის ერთ-ერთმა სასულიერო პირმა ტერ თადევოს მკრტჩიანმა შეასრულა.

გომანში ჯვრის დადგმის აღნიშვნამ წყნარად, ტრადიციული სიმღერისა და ცეკვის გარეშე ჩაიარა. როგორც სოფელ გომანის მოსახლეობამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, მათ არ აქვთ მორალური უფლება ამ მწარე დღეებში, როცა ყარაბაღის სომხები გადასახლების გზაზე დგანან, კულტურული და მუსიკალური ღონისძიებები გამართონ.

Goman xach1

ღონისძიება „მამაო ჩვენო“ ლოცვით დაიწყო, რის შემდეგაც უმცროსმა აკოპიანმა წითელი ლენტი გაჭრა, მღვდელმა ტერ თადევოს მკრტჩიანმა კი ჯვარი აკურთხა.

Goman xach6

„ჯვარი ქრისტიანობის სიმბოლოა, შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენმა წინაპრებმა, სადაც სომეხი ხალხი დასახლდა, ​​ააშენეს ეკლესია და აღმართეს ქვაჯვარები, რაც ჩვენი სარწმუნოების, ჩვენი რელიგიის ერთ-ერთი უდიდესი სიმბოლოა. ჯვარი სიბრძნის, სამართლიანობის, ხსნისა და სიწმინდის სიმბოლოა“, – თქვა სოფელ გომანიდან ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატმა ჰამლეტ მოვსისიანმა.

Goman xach3

როგორც ლავრენტმა, აკოპიანების ერთ-ერთმა ძმამ აღნიშნა, ეს საერთოდ არ არის ქველმოქმედება, მათ უბრალოდ შეასრულეს თავიანთი ქრისტიანული მოვალეობა.

„როგორც ქრისტიანმა ხალხმა, ჩვენ შევასრულეთ ჩვენი მოვალეობა. იდეა გაჩნდა შარშან, როცა ჩვენს სოფელში ეკლესიის კაპიტალური რემონტი დაიწყო. ჩვენ ქრისტიანი ხალხი ვართ და თითოეული ჩვენგანი ამ ჯვარს სულში ატარებს, ღმერთმა ყველა დაგვიფაროს! მშვიდობა იყოს მთელ მსოფლიოში და ჩვენს ჯავახეთში!“ – თქვა ქველმოქმედმა ლავრენტ აკობიანმა.

Goman xach5

matax

Goman xach7

გომანის მოსახლეობა მადლობელია კეთილი საქმისთვის ინიციატივის ავტორების.