სახლში დაბრუნებულმა საქართველოს მოქალაქეებმა 14 დღიანი სავალდებულო თვითიზოლირება უნდა გაიარონ. მოქალაქეს თვითიზოლირება შეუძლია არა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ ადგილას, ანუ კარანტინში, არამედ საკუთარ სახლში, თუკი იქნება მარტო, ყველასგან იზოლირებული. მაგრამ სახლში დაბრუნდებამდე მან ამის შესახებ უნდა აცნობოს ჯანდაცვის სამინისტროს ან დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რათა მათ შეამოწმონ მოქალაქის სახლი, თუ რამდენად შეესაბამება ის იზოლირების პირობებს.
სახელმწიფოს ცხელმა ხაზმა Jnews-ს შემდეგი ინფორმაცია გადასცა: «მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა გაიარონ 14 დღიანი კარანტინი ან თვითიზოლირება. პირს თვითიზოლირება შეუძლია არა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ ადგილას, არამედ საკუთარ სახლში, იმ შემთხვევაში, თუ სახლში სხვა პირები არ ცხოვრობენ».
თუკი საქართველოში შემოსული მოქალაქე ფლობს საკუთრებას, სამშობლოში დაბრუნებამდე ის უნდა დაუკავშირდეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 1505 ან დაავადებათა კონტროლის ცენტრს 116 001 და შეატყობინოს, რომ ფლობს საკუთრებას და სახლში მარტო იქნება. ჯანდაცვის სამინისტრო მიღებულ ინფორმაციას გადაამოწმებს, რის შემდეგაც მოქალაქეს თვითიზოლირება საკუთარ სახლში შეეძლება.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 21 მარტს გამოცხადდა და 22 მაისს გაუქმდა. თუმცა, ქვეყნის საზღვრები კვლავ დაკეტილია. საქართველო საკუთარ მოქალაქეებს ღებულობს, მაგრამ ყველა მოქალაქემ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი ან თვითიზოლირება უნდა გაიაროს. 22 მარტს ქვეყანაში სავალდებულო კარანტინი შემოიღეს, აქამდე მოქალაქეებს თვითიზოლირება საკუთარ სახლებში შეეძლოთ.
საქართველოში 26 თებერვლიდან მოყოლებული, კორონავირუსის დაავადების 738 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან 573 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
საკარანტინე ზონაში 3076 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული მეთვალყურეობსი ქვეშ- 250 ადამიანი. საქართველოში კორონავირუსისაგან 12 ადამიანი გარდაიცვალა.