stopcov.ge- საქართელოს მთვრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართელოში კორონა ვირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 278 გახდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, მათი რაოდენობა 4-ით დაიზარდა და 1 258 შეადგენს.

საქართველოში საზღვარგარეთიდან სამკურნალოდ ჩამოყვანილია 41 საქართელოს მოქალაქე. გარდაცვლილია 17 ადამიანი.

საკარანტინე რეჟიმში 7 708 მოქალაქე რჩება.