საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 336 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია, მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ საიტზე – stopcov.ge -ზეა განთავსებული.

ამ დროისთვის კარანტინში 5 000 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონალური დაკვირვების ქვეშ – 494 პირი.

აღსანიშნავია, რომ 336 ინფიცირებულიდან 74 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 – გარდაიცვალა. გარდა ამისა, საქართველოში, კორონავირუსზე უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე მკურნალობს.