კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სომხეთში 42477-მდე გაიზარდა, – იტყობინება სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი.
შედარებისთვის, 20 აგვისტოს მდგომარეობით დაფიქსირდა 42 319 ასეთი შემთხვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა 158-ით გაიზარდა.
საერთო ჯამში, სომხეთში კორონავირუსის გართულებების შედეგად დაიღუპა 842 ადამიანი (კიდევ 6 დღე-ღამის განმავლობაში). კორონავირუსის მქონე პაციენტთა რიცხვი, რომლებიც სხვა მიზეზით გარდაიცვალნენ, არის 253 (წინა დღის დამატებით 2).
გამოჯანმრთელებულია 35 693 პაციენტი. მკურნალობას გადის 5689 ადამიანი. ტესტი სულ 192 199 პაციენტს ჩაუტარდა.