უკანასკნელ დღეებში ამაღელვებელი თემა გახდა შიდა გამოცდები საქართველოს მოსწავლეებისათვის, რომლებმაც საზღვარგარეთ ისწავლეს და სამშობლოში დაბრუნდნენ. შესაძლებელია, რომ მათ შემაჯამებელი დავალების წერა მოუწიოთ. საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან გვატყობინებენ, რომ სკოლები თავად წყვეტენ თუ როგორ მოიქცნენ.

პირებმა, რომლებმაც განათლება საზღვარგარეთ მიიღეს და ამ ფაქტის დადასტურების შესაძლებლობა არ აქვთ, წლიური შეფასების მიღებისათვის უნდა:

1․ აღადგინონ მოსწავლის სტატუსი.

2․ 2019-2020 სასწავლო წლის ბოლოს, დისტანციურად, ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის თანახმად, მოსწავლემ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად უნდა ჩააბაროს ის საგნები, რომლებიც მის კლასს შეესაბამება.

3․ სკოლის ადმინისტრაცია 2020 წლის 19 ივნისამდე იძლევა ორ დამატებით შემაჯამებელ დავალებას და ნიშანი მოსწავლეს შედეგების საფუძველზე ეწერება. სკოლა ვალდებულია შემაჯამებელი დავალების შესახებ მოსწავლეებს წინასწარ შეატყობინოს (სიტუაციიდან გამომდინარე, მონაწილეებთან შეთანხმებით) და აუცილებლობის შემთხვევაში, კონსულტაცია გაატაროს.

4․ მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ შეფასებად დამატებითი შემაჯამებელი დავალების საშუალო არითმეტიკული ნიშანი ითვლება.

ის მოსწავლეები, რომლებიც გამოცდის შესახებ ინფორმირებულნი არიან, აქვთ ნიშნების ფურცელი და სერტიფიკატი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ განათლების მიღებას მთლიანად ადასტურებენ, იმ ინფორმაციის თანახმად, რომელიც Jnews-ს სამინისტრომ გადასცა, ასეთი მოსწავლეები გამოცდებისგან თავისუფლდებიან.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრს მიმართოთ.

«სამინისტრომ უპირატესობა სკოლებს გადასცა, სკოლები თვითონ წყვეტენ, როგორ მოიქცნენ. სკოლას თითოეული მოსწავლისადმი ინდივიდუალური მიდგომა აქვს. ამას არ აქვს მნიშვნელობა, აქვს თუ არა მოსწავლეს განათლების მიღების დამამტკიცებელი დოკუმენტი, ან რომელ პროგრამაში მონაწილეობდა. ამ შემთხვევაში მოსწავლეს ეძლევა კომპლექსური დავალება, სკოლას შეუძლია ამგვარად მოიქცეს, რადგან ეს კანონით არის დადგენილი»,- თქვა თერეზა ჩივჩიანმა.