ახალქალაქის ყოფილ №1 სამხედრო ქალაქში საბავშვო მოედანი შენდება. ახალქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 29 237 ლარი არის გამოყოფილი, სამუშაოებზე ტენდერი ინდმეწარმე სერგეი ჩოლახიანმა 23 300 ლარით მოიგო.
საბავშვო მოედანი განთავსებულია ქუჩის ტრენაჟორების მოედნის გვერდით, რომელიც გასულ 2022 წელს აშენდა. ქალაქში სათამაშო მოედნის მშენებლობაზე მუშაობა მიმდინარეობს. ვარდან ჩოლახიანის თქმით, სამუშაოები 3-4 დღეში დასრულდება. ატრაქციონი და საქანელები თურქეთიდან იყო შეკვეთილი.
“მშენებლობისას არანაირი სირთულე არ ყოფილა. საქანელები უკვე ჩამოვიდა საქართველოში”, – თქვა მან.
საბავშვო მოედანი იქნება 15×8მ ზომის, მოედანი ბეტონირებულია და ამ ეტაპზე საფარის დაგება მიმდონარეობს. ადგილზე დამონტაჟდება ორი ტიპის ხუთი საქანელა და ერთი ატრაქციონი.