რუსეთის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც უცხო ქვეყვის მოქალაქეებს ეკრძალებათ ქვეყანაში შესვლა 18 მარტიდან 1 მაისამდე. მიზეზი კორონავირუსის პანდემია გახდა. აღნიშნულმა ფაქტმა ჩიხში მოაქცია ახალქალაქის ბევრი ოჯახი, რომელიც რუსეთში ნამუშევარი ფულით ირჩენს თავს.
რუსეთის ხელისუფლების დადგენილებაში ნათქვამია, რომ აკრძალვა არ შეეხება დიპლომატებს, ოფიციალური დელეგაციის წევრებს, მემანქანეებს, მფრინავებს, მეზღვაურებს და იმ უცხოელებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ რუსეთში. თუმცა, დადგენილება არ ვრცელდება იმ ახალქალაქელებზე, რომლებიც სომხური პასპორტებით სეზონურ სამუშაოებზე დადიან რუსეთში.
ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა ბოლო პერიოდში ერთნახევრით გაიზარდა. როგორც ნათქვამია რუსეთის ფედერაციის მთავრობის გვერდზე, უცხოელებისთვის საზღვრების დაკეტვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს შეესაბამება და დროებით ხასიათს ატარებს. თუმცა, ეს ფაქტი ვერ აიმედებს იმ ახალქალაქელებს, რომლებიც სისტემატურად რუსეთში სამუშაოდ დადიან.
ჩვეულებრივ ეს პროცესი თებერვლის ბოლოს იწყება. ამიტომ ბევრმა ადამიანმა ბილეთი უკვე შეიძინა. ზოგი უკვე შეუთანხმდა დამსაქმებლებს რუსეთში, ხოლო ზოგიერთი გამგზავრებისათვის მზად იყო. ამიტომ ბევრისთვის ეს სიტუაცია უბრალოდ კატასტროფულია, რადგან ადგილზე სამუშაო არ არის. ვირუსთან ბრძოლის პროცესში ეკონომიკური მდგომარეობაც უარესდება.
«თარსია. ქორწილისთვის ფული გვჭირდებოდა, ჩემმა დამსაქმებელმა წინასწარ გადმომირიცხა თანხა, რომ მერე ამენაზღაურებინა. ამ დღეებში წასვლას ვაპირებდი. ახლა ეს შეუძლებელი გახდა. მომიწევს დარეკვა და ახსნა-განმარტება. ისევ უნდა ვთხოვო ფული და მერე ავანაზღაურო, როგორმე გამოვიმუშავო»,- ამბობს სოფელი გომანის მაცხოვრებელი.
ბევრისთვის რუსეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება შოკი იყო.
არის ერთი ოჯახი სადაც ოთხი წევრი ცხოვრობს. ეს ოჯახი მხოლოდ რუსეთში ნამუშევარი თანხით ირჩენს თავს. ოჯახის უფროსი 2019 წლის ზამთარში ჩამოვიდა და მარტის დასაწყისში გამგზავრებას აპირებდა, რადგან შარშანდელი ნამუშევარი თანხა უკვე დახარჯულია, ცხოვრება კი გრძელდება. ერთი ბავშვი სტუდენტია, ხოლო მეორე ჯერ სკოლაში სწავლობს.
«ჩვენ არ ვიცით რა მოხდება. თქვენ გვითხარით, რა გავაკეთოთ ახლა ჩვენ? თუ არ გადავალთ ჭკუიდან კარგი იქნება. აქ რომ ყოფილიყო სამუშაო, რა თქმა უნდა აქ ვიმუშავებდი. მაგრამ სად მივიდეთ, სად ვნახოთ სამსახური»,- ამბობს ოჯახის წარმომადგენელი.
ზოგიერთი აღნიშნული შეზღუდვებით დიდად შეწუხებული არ არის, რადგან მოქალაქეობა აქვს.
«მე რუსეთის პასპორტი მაქვს, ამიტომ ყველა შემთხვევაში უთუოდ შევძლებ გადასვლას»,- ამბობს ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ქუჩაში შეგვხვდა.
მის მეგობარსაც ოპტიმისტური განწყობა ქონდა.
«რამეს ვიზამთ. რა ვქნათ, ცოტა მიწა გვაქვს და ეს გამოსავალი არ არის. მწყემსად ვივლით».
სხვები კი თანახმა არიან ჯანმრთელად იყვნენ, თუნდაც კარგი ცხოვრებისათვის სათანადო პირობები არ ქონდეთ.
«”ხოფანის” (საზღვარგარეთ საშობარზე სამუშაოდ გასვლა) შესაძლებლობა თუ არ იქნება, ახალქალაქში დაიწყება შიმშილი. ჩვენ მოხარულები ვიქნებით, თუ ჯანმრთელობის საფრთხე არ იქნება. ახალგარზდები გადავლენ სამუშაოდ რუსეთში და დაბრუნდებიან უკან. რომ არ იყოს “ხოფანის” ფული, აქ ცუდი მდგომარეობა იქნება. ჩემ ბიჭმა თუ ვერ მოახერხა წასვლა, გააკეთებს იმას რაც აქ იქნება შესაძლებელი, მწყემსად ივლის, რომ პურის ფული გვქონდეს. ფული გვჭირდება, შვილები სტუდენტები გვყავს. მეორეს მხრივ, ჩვენ ყველა უნდა შევებრძოლოთ ვირუსს. არაუშავს თუ მოგვიწია გაჭირვებაში ცხოვრება. ოღონდ ყველა გამოჯანმრთელდეს»- ამბობს ახალქალაქის მოხუცებული მკვიდრი.
ახალი კორონავირუსი, რომელმაც მსოფლიო მოიცვა, ხალხს ყველანაირად აწვალებს, როგორც ჯანმრთელობის მხრივ, ასევე სუფთა ეკონომიკური თვალსაზრისით. ყველა შეზღუდულად ცხოვრობს და ერთადერთი კითხვა უჩნდება, თუ რამდენ ხანს კიდევ…