ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალადან მარიამ სააკიანი- მიზანდასახული გოგონა, რომელიც ოცნებობს გახდეს ფსიქოლოგი,დაბრუნდეს მშობლიურ სოფელში , გახდეს ცნობილი და მნიშვნელოვანი ადამიანი. ის წიგნს წერს, რომლის შესახებ ჯერჯერობით არაფერს ყვება.
მარიამ სააკიანი 16 წლისაა, სწავლობს მე-12 კლასში, მონაწილეობს საქართველოს და სომხეთის მისთვის ხელმისაწვდომ ყველა ახალგაზრდულ პროგრამაში.
დამამთავრებელი კლასის მოსწავლე თვითდაჯერებული და ამაყია. მან რამდენიმე წელიწადში გადაწყვიტა გადაწყვიტა რომ მომავალში ფსიქოლოგი უნდა გახდეს.
“ჩვენს ცხოვრებაში ფსიქოლოგების როლს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და ვფიქრობ, რომ კარგი სპეციალისტი თუ ვიქნები, სხვადასხვა სფეროში შემიძლია გამოვიჩინო საკუთარი თავი და დავეხმარო ხალხს, მაგრამ ჩემი მთავარი ოცნებაა გავხდე ცნობილი და მნიშვნელოვანი ადამიანი”,- ამბობს მარიამი.
მარიამს სურს დაანგრიოს ის სტერეოტიპი, რომ თუკი ფსიქოლოგი მუშაობს ადამიანთან, მაშინ ამ უკანასკნელს ფსიქიკასთან არსებული პრობლემა აქვს.
“მე მინდა დავანგრიო კომპლექსები, რადგან ყველას აქვს ადამიანებთან საუბრის საჭიროება, და ზუსტად ეს ადამიანი შეიძლება იყოს ფსიქოლოგი. ძალიან მიყვარს ხალხთან ურთიერთობა, რჩევების მიცემა”.
მარიამი წელს დაამთავრებს სკოლას და სწავლის გაგრძელება თბილისში აპირებს.
“მე ვცხოვრობ საქართველოში, რადგან სწავლის დაბრუნების შემდეგ დამალაში მინდა დაბრუნება, მიზანშეწონილი იქნება საქართველოში სწავლა, ხოლო ზოგადად ევროპაში მინდა სწავლის გაგრძელება”.
მარიამი წიგნს წერს, 80 გვერდი დაწერილი აქვს უკვე, სათაურიც აქვს მოფიქრებული, მაგრამ საიდუმლოდ ინახავს, თუმცა წიგნის პრეზენტაციაზე დაპატიჟებას დაგვპირდა. მარიამი წიგნის გამოქვეყნებას 2024 წელს გეგმავს. წიგნის თემა არის მიმოტივირებელი რეალობა.
“ეს არის ჩემი ასაკის ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ ოცნება, მაგრამ ეშინიათ საკუთარ ოცნებას მიყვენ, ჩემს წიგნში ვცდილობ ვიოცნებო, ერთგული ვიყო ჩემი ოცნებების და რაღაც მხრივ ვიოცნებო არა მხოლოდ საკუთარი მიზნებისთვის, არამედ სამშობლოს, საზოგადოებისთვის”.
Awesome foundation Javakhk-ის ფინანსური მხარდაჭერით მარიამ სააკიანმა გასული, 2022 წლის აგვისტოში დამალაში ანტიკაფე გახსნა.
მისი თქმით, მას სურდა, ანტიკაფეში ერთი იდეის გარშემო შეეკრიბა ახალგაზრდები, რათა მათ სკოლის გარეთ არაფორმალური განათლება მიეღოთ. მისი თქმით, იქ შეხვედრები და სემინარები იმართება. მან ჩაატარა სემინარები დროის მართვის და მედიაგანვითარების თემაზე .
“ანტიკაფე არის კაფე, სადაც იხდით არა საკვებისთვის, არამედ ადგილისთვის. ერთი საათი 3 ლარი ღირს, თუმცა უფასოდაც ვუშვებთ. აქ შეუძლიათ მეგობრებით შეიკრიბონ, ისაუბრონ, ფილმს უყურონ, ითამაშონ”.
ამ ასაკში ყველა ახალგაზრდა მზად არის “მსოფლიო გადაატრიალოს”, მაგრამ ზოგიერთი წინააღმდრგობებს ხვდება და ჩერდება. მარიამ სააკიანი არის იმ ახალგაზრდებს შორის, რომელსაც წინააღმდეგობები მხოლოდ სიძლიერეს მატებს.