შსს-ს მომსახურების სააგენტომ ცნობების ელექტრონულ ფორმაში გაცემა დაიწყო.ამიერიდან ელექტრონული ფორმის სახით შესაძლებელია შემდეგი დოკუმენტების მიღება: ნასამართლეობის ცნობა, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობალეგალიზაციისა და აპოსტილის შესახებ დოკუმენტი, პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის ცნობა, მართვის მოწმობის გაცემის და ა.შ.
პირებს, რომლებიც სააგენტოს მობილურ აპლიკაციაში(service agency) და/ან ვებ-გვერდზე (my.sa.gov.ge) არიან რეგისტრირებული, სააგენტოში მისვლის გარეშე შეუძლიათ სერტიფიკატის ელექტრონულ ფორმაში მიღების განცხადების შევსება.
პირებს, ვისაც რეგისტრაცია არ აქვთ გავლილი, მომსახურების სააგენტოში მისვლაა აუცილებელი.
აღსანიშნავია, რომ თუ ადრე ნებისმიერი სახის ცნობის მიღებისათვის პირი მომსახურების სააგენტოში უნდა მოსულიყო, ახლა უკვე, თუკი მოქალაქე სააგენტოს გვერდზე რეგისტრირდება, მას აუცილებელი დოკუმენტის მიღება მარტივად შეუძლია.
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ შსს-ს მომსახურების სააგენტომ ორი ახალი ცნობის გაცემა დაუწყო:
1. ნასამართლეობის გაუქმების ან შეწყვეტის ცნობა, რომელშიც ნასამართლეობის გაუქმების ან შეწყვეტის შესახებ მონაცამები აისახება, ასეცე სუბიექტის დასჯისგან გათავისუფლების შესახებ.
2. სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს საზღვრის გადაკვეთის ცნობა, რომელშიც ასახულია სატრანსპორტო საშუალების საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ ინფორმაცია.