დღეიდან 12 მაისის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს.
გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიიღო.
ამასთან, მობილობის შემცირების მიზნით, 4-11 მაისი საქართველოში უქმე დღეებად არის გამოცხადებული.
საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება არ იზღუდება.