შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ სერთიფიკატების ელექტრონული ფორმით გაცემა დაიწყო. ამიერიდან ელექტრონული ფორმით შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი დოკუმენტები: ცნობა ნასამართლობის შესახებ, ცნობა უფლებების ჩამორთმევის შესახებ, ნასამართლობის ცნობა სექსუალური თავისუფლებისა და მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის, ლეგალიზაციისა და აპოსტილის დოკუმენტი, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოწმობა. მართვის მოწმობა და ა.შ.

სააგენტოს მობილურ აპლიკაციასა (service agency) ან/და ვებგვერდზე (my.sa.gov.ge) ავტორიზებულ პირებს ცნობის მისაღებად განაცხადის შევსება და დამზადებული დოკუმენტის მიღება, ადგილზე მისვლის გარეშე, ელექტრონული წესით შეუძლიათ.

ხოლო არაავტორიზებულ პირებს, ცნობის მისაღებად განაცხადის დაფიქსირება მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში შეუძლიათ. დამზადებული დოკუმენტის ჩამოტვირთვას კი განაცხადის შევსებისას დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიღებული ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით შეძლებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ორი ახალი სახის ცნობის გაცემა დაიწყო:

1.გაქარწყლებული და მოხსნილი ნასამართლობის შესახებ ცნობა, სადაც აისახება ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის გაქარწყლებული და მოხსნილი ნასამართლობის და სასჯელისაგან (სასჯელის მოხდისაგან) გათავისუფლების შესახებ;

2. სატრანსპორტო საშუალების საქართველოს საზღვრის კვეთის შესახებ ცნობა, სადაც აისახება ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა- გადმოკვეთის შესახებ.