ჯავახეთის ვიკარიატი და “ჯავახეთის ფონდი” იტყობინებიან, რომ 27 სექტემბერს, ახალქალაქის “სურბ ხაჩ” ეკლესიის ეზოში, ქვაჯვართან 44-დღიანი ომის დაღუპულთა ხსოვნის საპატივცემოდ პანაშვიდი გაიმართება.

ჯავახეთის ვიკარიატის განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია:

„ძვირფასო მორწმუნეებო, 27 სექტემბერს, 13:00 საათზე, ახალქალაქში, სურბ ხაჩის ეკლესიის ეზოში აღმართულ ქვაჯვართან, არცახის ომში დაღუპული სომეხი ვაჟების ხსოვნის პანაშვიდი აღევლინება.

“ჯავახეთის ფონდის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია:

„27 სექტემბერს 12:00 საათზე ყველას გეპატიჟებით ჩვენი უკვდავი გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ პანაშვიდზე, რომელიც ახალქალაქში, სურბ ხაჩის ეკლესიის ეზოში, 44-დღიანი ომის ჩვენი უკვდავი გმირების ხსოვნისადმი აღმართულ ქვაჯვართან გაიმართება.