აზერბაიჯანი უკვე ნახევარი საათია დაბომბავს სტეფანაკერტს. ამის შესახებ სომხური ამბების – NEWS.am -ის კორესპონდენტთან საუბარში, არაღიარებული არცახის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დეპუტატმა მეტაქსე ჰაკობიანმა განაცხადა.
“ომი. ბავშვები სკოლაში. დაბომბვა უკვე ნახევარი საათია გრძელდება. არ არის კავშირი. სკოლებიდან ბავშვების გასაყვანი მანქანები არ არის“, – განაცხადა დეპუტატმა.
დაბომბვის შესახებ მანამდე ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა რუბენ ვარდანიანმა განაცხადა.
„აზერბაიჯანმა დაიწყო ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებები ყარაბაღში“, – იუწყება აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით.