16 დეკემბერს საქართველოში გაეროს ოფისის წინ ყარაბაღისა და ყარაბაღელი სომხების მხარდასაჭერად პიკეტი გაიმართა. საპროტესტო აქციას საქართველოში მცხოვრები სომხური თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პლაკატებზე შემდეგი შინაარსის ფრაზები იკითხებოდა: „არცახს სჭირდები, ილაპარაკე ახლა“, „120 ათასი ადამიანი დაბლოკილია“, „ალიევი ტერორისტია“, „თანაბარი მიმართვები — აზერბაიჯანული დანაშაულის ფარული თანხმობა“.
უკვე მეხუთე დღეა აზერბაიჯანელები სომხეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ გზას, ლაჩინის დერეფანს ბლოკავენ და 120 000-მდე ადამიანი ბლოკადაში რჩება.
პიკეტისას სტუდენტური გაერთიანების „რაფის“ წევრებმა საქართველოს სომხური სათვისტომოს განცხადება სომხურ, ქართულ და ინგლისურ ენებზე წაიკითხეს და საქართველოს მთავრობას გაერთიანებისკენ მოუწოდეს; მათ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტით უნდა ისარგებლონ, გამბედაობა გამოიჩინონ, რეალობა შეაფასონ და 120 000 უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ გადადგმული საზარელი და არაჰუმანური ნაბიჯები დაგმონ.
„გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრ ქვეყანას მოვუწოდებთ სომხების ახალი გენოციდის აღსაკვეთად ზომები მიიღონ“, – ნათქვამია სტუდენტური გაერთიანების “რაფის” განცხადებაში.
საქართველოს სომხური სათვისტომოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის პრეზიდენტმა არტურ მირზოიანმა გაეროს ოფისს წერილი, ისტორიული წიგნები ყარაბაღის დროშით და “ბებია-ბაბუის” სიმბოლოთი გადასცა.