ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 19 სოფელში გათბობის სეზონზე საცხოვრებელი სახლების ბუნებრივი აირით გათბობის შესაძლებლობა არ აქვთ. SJGC გაზგამანაწილებელი კომპანიის მონაცემების თანახმად, მუნიციპალიტეტში 43 სოფელი გაზიფიცირებულია, 19 სოფელში კი გაზი არ არის გაყვანილი. დნარჩენ ორ სოფელს გაზით ამჟამად კომპანია „სოკარი“ ამარაგებს.
ახალქალაქის გაზიფიცირების დასაწყისში ბევრნი სახლები შეშით, ზოგან კი ნაკელით გათბობენ. მაგრამ ბოლო წლებში მოსახლეობაში გაზის გათბობის სისტემებზე მოთხოვნა გაიზარდა.
„ბოლო წლებში უფრო მეტი ბუნებრივი აირი გამოიყენება გასათბობად, რადგან ზამთარში გაზის მოხმარება ოთხმაგდება, არის სოფლები, რომლებიც 80%-ით გადავიდნენ გაზის გათბობაზე, არის სოფლები, რომლებიც გაზს 30-40%-ით იყენებენ, ძირითადად ესენია შორეული სოფლები“, – ამბობს გაზგამანაწილებელი კომპანია SJGC-ის დირექტორი ვრეჟ ბერიკიანი.
სოფელ მოდეგამში, გოგაშენში, აფნიაში, ქარცეფში, აზმანაში, ოკამში, ერინჯაში, დავნიაში, ხავეთში, დადეშში, სულდაში, ბოზალში, ფილიპოვკაში, კარწახში, თახჩაში, აბულში, ბუზავეთში, პატარა სამსარში და დიდ სამსარში, მოსახლეობა სახლებს შეშით ათბობს, ზოგან ნაკელითაც, რადგან სოფლები არ არიან გაზიფიცირებულნი და მოსახლეობას სხვა გამოსავალი არ აქვს.
მუნიციპალიტეტს შეშის გაყიდვა წელს ჯერ არ დაუწყია, ფასი ჯერჯერობით უცნობია. მაგრამ შეშასა და ბუნებრივ აირზე ფასების შედარებისას, მოსახლეობის უმრავლესობას საკუთარი სახლების გაზით გათბობა ურჩევნია.
„10 დღის წინ მხოლოდ ერთი მოსახლის ეზოში ვნახე შეშა, ალბათ მთელ სოფელში 10-მდე ოჯახი ყიდულობდა შეშას, ისიც ნაცნობების მეშვეობით, რადგან შეშას ჯერ არავინ ყიდის და არ ვიცით რა იქნება ფასი“, – ამბობს სოფელ სულდას მცხოვრები ზარზანდ კუჯოიანი. შეგახსენებთ, რომ სოფელ სულდაში ბუნებრივი აირი არ არის.
სოფელ სულდას მცხოვრებლებმა არაერთხელ მიმართეს ხელისუფლებას და გაზგამანაწილებელ კომპანიას სოფლის გაზიფიცირების მოთხოვნით და ყოველ ჯერზე უარს ღებულობენ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სააუალო ოჯახის შეშით გათბობის სეზონი დაახლოებით 2000 ლარი ღირს.