დღეს, 12 სექტემბერს, დილიდან ქალაქ ახალქალაქის ცენტრში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლიდან მანქანები მოდიან – ხალხი ტომრებით კარტოფილი, გურიაში წყალდიდობისგან დაზარალებულ ოჯახებს გაუგზავნის.

IMG_0857

ტვირთს ახალქალაქის ავტოსადგურის მძღოლი, გიორგი წურწუმია, ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატ,  სოღომონ ასლანიანთან, მიაწოდებს დაზარალებულთა ოჯახებს. გრიგორი წურწუმიას თქმით, უკვე დაახლოებით 50 ტომარა კარტოფილი შეგროვებულია, კიდევ 10 ტომარას კი ელოდებიან. სულ 3-3,5 ტონა კარტოფილის წაღება იგეგმება. კარტოფილი მოიტანეს სოფელ ხავეთიდან, ბავრიდან, ხულგუმოდან, არაგვიდან, კარტიკამიდან და სხვა სოფლებიდან. დახმარება მოიტანეს ქალაქის ზოგიერთმა მცხოვრებმა, ფერმერებმა, თვითმართველობის მომუშავეებმა.

როგორც ახალქალაქის მინიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიან იტყობინება, ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის იდეა შაბათს გაჩნდა. მაშინ ახალქალაქის დღის აღნიშვნისას გურიაში სტიქიური უბედურების გამო მუსიკალური პროგრამაა გააუქმეს.

“ეს იყო ჩემი და საკრებულოს ერთობლივი ინიციატივა, ნაირი ირიციანის ხელმძღვანელობით. ღონისძიების შემდეგ, შაბათს ყველა ერთად ვიყავით, კონკრეტულად ვინმესთვის არაფერი გვითხოვია, უბრალოდ გაჩნდა იდეა, და ვინც იყო დამსწრე, ესმოდა, უნდოდა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში მონაწილეობის მიღება”,- კომენტარი გააკეთა მაკარიანმა.

IMG_0858