დღეს, 9 მარტს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის მოსახლეობა ადგილობრივი მმართველობისაგან ითხოვს მიაქციონ ყურადღება სოფლის სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს. ამ მოთხოვნი ისინი მერიაში მივიდნენ. ახალქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ამ მიმართულებით  მუშაობენ.

სოფელ კარწახის 50-ზე მეტი მცხოვრები ახალქალაქის მერს, იურიკ უნანიანს და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

მოსახლეობა ხელისუფლებისაგან მათი სოფლის პრობლემების მოგვარებას ითხოვს. ძირითადად სასმელი წყლის საკითხის გარკვევას ითხოვენ, რომელიც უკვე დიდი ხნის განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება.

მოსახლეობის თქმით, რადგან სასმელი წყალი არ არის, ისინი ჭის წყალს სვამენ. ხოლო მათ, ვისაც არ აქვთ საშუალება ეზოში ჭა ამოთხარონ, სოფლის ერთადერთი წყაროდან წყლის მოზიდვა ყოველდღიურად უწევთ.

«წყალს ვირებით ვეზიდებით. ჩვენც გვინდა, რომ სახლში წყალი გვქონდეს»,- ამბობს აღას კალოიანი.

«ჩვენ ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ უმთავრესი პრობლემა წყალია, ჩვენ ვერ დავლევთ ჭის ბინძურ წყალს»- ამბობს აღას კალოიანი.

Karzax 1

«21-ე საუკუნეში შეუძლებელია წყლის გარეშე, ჩვენ ამას ვეღარ ავიტანთ»,- ამბობს ამავე სოფლის სხვა მკვიდრი.

«ჩვენ ვიცით წყლის პრობლემის შესახებ, პროექტი უკვე შედგენილია, ველოდებით სახელმწიფოს დაფინანსებას. თუმცა არ არის ცნობილი, თუ კონკრეტულად როდის დაგვაფინანსებენ. შეიძლება ორ დღეში, ან 15 დღის შემდეგაც მოხდეს. როგორც კი იქნება სახსრები, მეორე დღესვე გამოვაცხდებთ ტენდერს», -განაცხადა ქალაქის მერმა, მას შემდეგ, რაც მოსახლეობის მოთხოვნები მოისმინა.

მუნიციპალიტეტმა წყალგაყვანილობის პროექტის დოკუმენტაციის შედგენისათვის 8484 ლარი გამოყო.

სოფელ კარწახში, მერის წარმომადგენლის, გაბრიელ კარაპეტიანის თქმით, ახალი ხაზი უნდა გაიყვანონ მთებიდან, წყარო სოფლიდან 7 კილომეტრის დაშორებითაა განლაგებული.

«წყალგაყვანილობის პროექტი უკვე მზად არის, თუმცა ადგილობრივ ბიუჯეტში სახსრები არ არის. პროექტი 300 000 ლარს ითვალისწინებს», -ამბობს ის.

შეხვედრაზე ახალქალაქის მერმა თქვა, რომ ამჟამად ბიუჯეტში ამდენი თანხა არ არის, თუმცა ამტკიცებდა, რომ ეს საკითხი აუცილებლად მოგვარდება. მერმა ასევე აღნიშნა- “მთავარი ის არის, რომ პროექტი შედგენილია”.