სიახლე
სოფელიახალქალაქის რაიონში სეტყვისგან ყველაზე მეტად ხავეთი დაზარალდა
06.09.2023
ნახვები: 422 |
ავტორი:
Lida Almasyan
3 სექტემბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთში ძლიერი სეტყვა მოვიდა. 3-4 სმ დიამეტრის სეტყვამ, რომელიც 15-დან 20 წუთამდე გაგრძელდა, სოფლის მცხოვრებთა ბაღები და ნათესები მიწასთან გაასწორა, ასევე დააზიანა სახლების სახურავები და მანქანები. ახალქალაქის მერია ზარალის ოდენობას ითვლის, რათა მოსახლეობას შესაბამისი დახმარება გაუწიოს.
ძლიერი სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის შეფასება ჯერ რთულია. Jnews-ი ახალქალაქის მერს, მელქონ მაკარიანს ესაუბრა, რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ხავეთი რეგიონში სეტყვით დაზარალებული ერთადერთი სოფელია.
„ამჟამად 6 განცხადება შემოსულა ჩვენთან ხავეთიდან სახურავის დაზიანებასთან დაკავშირებით. დღევანდელი დღის მდგომარეობით განცხადების მიღება გრძელდება. განცხადებების მიღების შემდეგ სამუშაო ჯგუფი მივა ადგილზე და შეაფასებს მიყენებულ ზარალს და, შესაბამისად, გადაწყდება კომპენსაციის საკითხი“, – ამბობს მელქონ მაკარიანი.
აღსანიშნავია, რომ ხავეთის მცხოვრებლების თქმით, ბოლო წლებში სოფელში ამ ზომის სეტყვა არ ახსოვთ.