ახალქალაქის რაიონის სოფლებში საბავშვო ბაღების არარსებობა- მუდმივი პრობლემაა. დაშორებული სოფელი ვარევანის მოსახლეობა ყველა შესაძლო და შეუძლო შემთხვევაში რაიონში საბავშვო ბაღის არსებობის მნიშვნელობის საკითხს აყენებს, თუმცა ჯერ კიდევ წარუმატებლად.

 

რასაკვირველია, ყველა სოფელს სურს საბავშვო ბაღი, განსაკუთრებით ახალქალაქის რაიონის სოფლებში, სადაც ბავშვების გართობისა და განვითარებისათვის არავითარი ადგილი არ არსებობს. ვარევანში საბავშვო ბაღის არარსებობა უპირველეს პრობლემად ითვლება.

 

«მე ვთვლი, რომ პირველ რიგში, სოფელში საბავშვო ბაღი უნდა იყოს, ეს ბევრის სურვილია. ბავშვებისთვის არაფერია საინტერესო, ბავშვს განვითარების გარემო არ აქვს, შემდეგ კი ვუჩივით, რომ ჩვენმა შვილებმა ბევრი რამ არ იციან, საიდან ეცოდინებათ, თუკი ამის შესაძლებლობა არ არის»,- ამბობს სპარტაკ სააკიანი.

ვარევანში ამბობენ, რომ მშობლებს იმის შესაძლებლობა არ აქვთ, რომ ყოველ დღე ბავშვები მეზობელი სოფლის საბავშვო ბაღში ატარონ.

 

«ვინ წაიყვანს? ყველას არ ჰყავს მანქანა აქეთ-იქით, რომ ატაროს. თუკი უშუალოდ სოფელში იქნება საბავშვო ბაღი, ძალიან კარგი იქნება»,- აღნიშნავს სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები.

 

სოფლის უფლებამოსილი პირი მიშა სტეფანიანი ამბობს, რომ რა თქმა უნდა, სკოლამდელი დაწესებულების არსებობის დიდი სურვილი არსებობს, მაგრამ მათ ასევე ესმით, რომ ხელისუფლება კორონავირუსით გამოწვეულ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

 

«ჩვენ გვინდა, რომ საბავშვო ბაღი იყოს. რეალურად ბევრი პრობლემა არსებობს, თითქოს მთელი მსოფლიოს პრობლემები ჩვენ გვხვდა წილად. სოფელში იყო ერთი შენობა, მოსკოვიდან უნდოდათ თანხის გამოგზავნა, რათა საბავშვო ბაღისთვის გამოგვეყენებინა, მაგრამ ეს შენობა გაყიდეს»,- ამბობს მიშა სტეფანიანი.

 

მიუხედავად იმისა, რომ ვარევანის მშობლები ოცნებობენ, რომ თუნდაც მომავალ წელს იყოს სოფელში სკოლამდელი დაწესებულება, ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა ანაიტ ასატურიანმა JNEWS-თან საუბარში თქვა, რომ 2021 წლის ბიუჯეტში ვარევანში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი არ არის გათვალისწინებული.

 

ამჟამად ახალქალაქის რაიონში სულ 12 მოქმედი საბავშვო ბაღია, სამი მათგანი ქალაქში და 9 სოფლებში.

 

სავსე საბავშვო ბაღები.

 

№1 საბავშვო ბაღი – ქალაქი ახალქალაქი, მაშტოცის ქ. 41

№2 საბავშვო ბაღი – ქალაქი ახალქალაქი, დარბინიანის ქ. 1

№3 საბავშვო ბაღი – ქალაქი ახალქალაქი, ჩარენცის ქ. 38/42

№4 საბავშვო ბაღი – სოფელი დილისკა

№5 საბავშვო ბაღი- სოფელი ვაჩიანი

№6 საბავშვო ბაღი – სოფელი ბარალეთი

№7 საბავშვო ბაღი- სოფელი აზავრეთი

№9 საბავშვო ბაღი – სოფელი კარწახი

№10 საბავშვო ბაღი- სოფელი კულიკამი

 

ალტერნატიული საბავშვო ბაღები:

 

სოფელ კოთელიას ალტერნატიული საბავშვო ბაღი

სოფელ კულიკამის ალტერნატიული საბავშვო ბაღი

სოფელ ხანდოს ალტერნატიული საბავშვო ბაღი