ჯავახეთის ქუჩაზე უკვე მესამე წელია ერთ პრობლემას მეორე მოჰყვება. რამდენიმე თვის წინ, ბოლოს და ბოლოს, ქუჩის მოასფალტება დაიწყო და ახლა კანალიზაცია საცხოვრებელ სახლებში ჩაედინება.
ჯავახეთის 24 ნომერში მცხოვრებმა ანაჰიტ ტონაკანიანმა არ იცის ვის მიმართოს, რა ნაბიჯები გადავდგათ. წვიმის დროს კანალიზაცია გაფმოდის და სახლებში ჩაედინება.
„ცენტრალური კანალიზაცია ივსება და მაშინვე გამოედინება. ეს პრობლემა უკვე ერთი წელია არსებობს, უკვე 20 წელია კანალიზაცია გვაქვს, ასეთი პრობლემა არ ყოფილა, რომ მოვიდნენ და გამოცვალეს, მერე გაჩნდა ეს პრობლემა. ეს უკვე რამდენჯერმე მოხდა, მივმართე მერსაც, მერის მოადგილესაც, წყალმომარაგების სერვის ცენტრის დირექტორსაც. ყველა მოდიოდა, უყურებდა, უკვე დიდი ხანია ამბობენ, რამეს გააკეთებენ, მაგრამ… სახლში პატარა ბავშვი მყავს, რატომ უნდა იყოს იქ ასეთი სიბინძურე? რამდენჯერმე გავიკეთე ზურგის ოპერაცია, რამდენი ხანი დამჭირდება სახლის წინ კანალიზაციის ნარჩენების გასაწმენდად? ამბობენ, რომ გააკეთებენ, მაგრამ არანაირი ქმედება არ მიიღება. რამდენ ხანს შეიძლება ამ ტალახში ცხოვრება?“ – ამბობს ანაჰიტ ტონაკანიანი.
ამ სიტუაციას არა მხოლოდ ანაჰიტი უჩივის, არამედ მისი ყველა მეზობელიც. ყველა ამბობს, რომ არავისთან პრობლემები არ უნდათ, მხოლოდ საკითხის მოგვარება უნდათ და თუ შესაბამისი ორგანოები ამ პრობლემას არ მოაგვარებენ, მაშინ მოუწევთ თბილისს მიმართონ.
Jnews-ი შეეცადა გაერკვია, ვინ არის რეალურად ამ ყველაფრის პასუხისმგებელი.
ახალქალაქის მერმა თქვა: „ამ მონაკვეთს ემსახურება გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვის ცენტრი, და ამ დროისთვის აქვთ შეთანხმება ასფალტის საფარის ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომ თუ სამუშაო პროცესში პრობლემა წარმოიქმნება, შეთანხმებით მოაგვარებენ, რომ ასფალტის შემდეგ პრობლემა აღარ წარმოიქმნას”.
ჩვენ ასევე მივმართეთ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების სერვის ცენტრს ახალქალაქში. გვითხრეს შემდეგი:
„ჩვენ შევამოწმეთ, რომ კანალიზაციის მილი არ არის დაზიანებული და გამტარია. რადგან იქ ჯერ ასფალტი არ არის, შესაძლოა წვიმის დროს სადღაც იმ უბნიდან წყალი ჩამოედინება და მერე ქუჩაში გადმოდის, სხვა ვარიანტი არ არის. კანალიზაცია არ არის დაზიანებული, სახლიდან ცენტრალურ მილამდე მუშაობს გამართულად, ცენტრალური მილიც გამართულად მუშაობს. წვიმის დროს რაღაც ხდება, ეს ჩვენს იურისდიქციაში არ არის. ჩვენს კომპეტენციაში შედის მილების გამტარიანობა. ბუნებრივი მოვლენების შემთხვევაში ვერ ვიტყვი, რა უნდა გაკეთდეს, მითითებებსაც ვერ ვაძლევ. როცა წვიმს, ვერ გეტყვით, რატომ ჟონავს წყალი, ჩვენი მილები წვიმის წყალს არ უნდა ატარებდეს, ჩვენი მილები დამონტაჟებულია გამოსაყენებელი წყლისთვის, წვიმის წყალი არ არის ჩვენი ვალდებულება, არ უნდავატარებდეთ ქალაქის წვიმის წყალს ჩვენს ხაზებში“, – თქვა გიორგი ვახტანგიშვილმა, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორმა.
როგორ მოგვარდება ეს პრობლემა, ან როგორ უნდა გამოიყოს წვიმის წყალი ჩამდინარე წყლებიდან, უცნობია. მხოლოდ იმის იმედი არის, რომ ეს პრობლემა ქუჩის დაგებამდე მოგვარდება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არა მარტო ჯავახეთის ქუჩაზე, არამედ ქალაქის თითქმის ყველა ქუჩაზე წვიმის შემდეგ ჩნდება „მდინარეები“, რაც ქუჩას გაუვალს ხდის.