2 სექტემბერს თბილისში გაიმართა სომხური თემის წარმომადგენლების შეხვედრა. შეხვედრაზე განიხილეს არცახში 9 თვეზე მეტი ბლოკადის შედეგად შექმნილი ვითარება.
შეხვედრის მონაწილეებმა გამოხატეს თანადგომა არცახისა და არცახის მოსახლეობას, უსურვეს სულის სიმტკიცე და გამძლეობა ასეთი მძიმე პირობებისთვის.
ამავდროულად, დამსწრეებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ქართული საინფორმაციო მედია საკმარისად არ აშუქებდა არცახის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
დისკუსიის დასასრულს თბილისელმა სომხებმა წმინდა ეჯმიაწნის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არცახისა და არცახელ სომხების მხარდასაჭერად აქცია გამართეს.
უკვე 9 თვეა აზერბაიჯანის ბლოკადაში მყოფ მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კატასტროფა დაიწყო. აზერბაიჯანმა ყარაბაღის გარესამყაროს დამაკავშირებელ ერთადერთ გზაზე – ლაჩინის დერეფანზე მოქალაქეების, მანქანებისა და საქონლის თავისუფალი გადაადგილება დაბლოკა.
։
ფოტოები Jnews-ს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სომხურმა სათვისტომომ“ მიაწოდა.