საქართველოს ხელისუფლების მიერ შექმნილი სპეციალური გვერდი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში წარმოქმნილი სიტუაციის შესახებ მოსახლეობას ინფორმაციას გადასცეს, უკვე სომხურ ენაზეც მოქმედებს.
www.stopcov.ge გვერდზე ქართულ, ინგლისურ, ასევე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე შესაძლებელია ინფორმაციის მოძიება, როგორც დაავადების სტატისტიკის შესახებ, ისე გამოჯანმრთელებულთა რიცხვის, კარანტინში მყოფებთა და სხვა რეკომენდაციებზე, მათ შორის ის თუ როგორ ავარიდოთ თავი დაავადებას.
აღნიშნულ გვერდზე მოცემულია ცხელი ხაზების ნომრები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია წარმოქმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება ან მიწოდება.
www.stopcov.ge გვერდზე სომხურ ენაზე მოცემულია ხშირად დასმული შეკითხვების პასუხები. აღსანიშნავია, რომ თარგმანის ხარისხი ნორმალურია, ისეთი არ არის, როგორიც მსგავს პროექტებში ხშირად გვხდება.