ბაზრობებმა ქვეყნის მასშტაბით მუშაობა განაახლა. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
“8 თებერვლიდან, ორშაბათიდან, სრულად ამოქმედდება ბაზრობები”,- განაცხადა გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
შეგახსენებთ, ბაზრობებთან დაკავშირებით კვლავ ძალაში რჩება შეზღდუვა შაბათ-კვირის დღეებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზრობები არასამუშაო დღეებში კვლავ დაკეტილი იქნება.