ერევანში, დავითაშენის ხიდის ქვეშ საქართველოს მოქალაქის, 22 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს. თვითმკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. Jnews-მა გაარკვია, რომ გარდაცვლილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდადან იყო, ბოლო წლებში საცხოვრებლად ახალქალაქში ყოფილ სამხედრო ქალაქში გადმოვიდა.
Jnews-ის ინფორმაციით, 22 წლის მ.ნ. იყო სტუდენტი. ჩვენთან საუბარში სოფლის მცხოვრებლებმა გვითხრეს, რომ თვითმკვლელი გოგონა იყო მოკრძალებული და გაწონასწორებულო, ის ნაკლებად საუბრობდა.
shamshyan.com-ის ცნობით, 24 აგვისტოს ერევანში თვითმკვლელობა მოხდა. დაახლოებით 07:00 საათზე, შსს მაშტოცის პოლიციის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ დავითაშენის ხიდთან ცხედარი იყო. შემთხვევის ადგილზე მივიდა სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიცია-საპატრულო სამსახურის ერევნის პოლკის მე-2 ბატალიონის პატრული, რომელმაც ტერიტორია შემოღობა.
მომხდარ ფაქტზე აჯაფნიაკისა და დავითაშენის ადმინისტრაციული ოლქის საგამოძიებო განყოფილებაში თვითმკვლელობის ნიშნით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.