ნინოწმინდის მერიამ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკასა და ყაურმაში სათამაშო მოედნების მშენებლობასა და მონტაჟზე ტენდერი გამოაცხადა.
სოფელ გორელოვკაში სათამაშო მოედნის მშენებლობაზე ტენდერის მიხედვით 13 842 ლარი (დღგ-ს ჩათვლით), ხოლო სოფელ ყაურმაში – 11 865 ლარი (დღგ-ს ჩათვლით) გამოიყო. ტენდერის ჯამური თანხა 25 707 ლარია.
ტენდერი შედგა. ხელშეკრულება 8 აგვისტოს გაფორმდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოს ინდმეწარმე ზოია ამაზარიანთან 24 990 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების ვადა 2023 წლის 31 დეკემბრამდეა.
ტენდერის მიხედვით, ორივე სოფელში 12 ატრაქციონი უნდა დამონტაჟდეს.
აღსანიშნავია, რომ წელს ახალქალაქში მე-14 ქალაქის სკვერიც ინდმეწარმე ზოია ამაზარიანმა ააშენა.