მას შემდეგ, რაც მოსაპირკეთებელი მასალების ინდუსტრია ძალიან განვითარდა და გამრავალფეროვნდა, ხშირად, ძალიან რთულია გადავწყვიტოთ, თუ რა გამოვიყენოთ სახლის თუ ოფისის იატაკისთვის. როგორც წესი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, ჩვენს საჭიროებებსა და პრიორიტეტებზეა დამოკიდებული, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, თუ რა მასალები გამოირჩევიან პოპულარობით არსებულ ბაზარზე და რა არის ამის გამომწვევი მიზეზი. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში, კერამოგრანიტის შესახებ მოგითხრობთ:
კერამოგრანიტის ფილების ისტორია ათასობით წლის წინ, ჩინეთში იწყება. კერამოგრანიტი კერამიკული მასალის ნაირსახეობაა, რომელიც სპეციფიკური თიხის ექსტრემალურად მაღალ ტემპერატურაზე გამოწვით მიიღება, რომელიც ძლიერ და მკვრივ პროდუქტს ქმნის.
კერამოგრანიტის წარმოება იმ სახით, რა სახითაც მას ჩვენ ვიცნობთ, ჩინეთში, ტანის დინასტიის (Tang Dynasty 618-907 CE) პერიოდში დაიწყო. ამ დროისათვის, ჩინელებს კერამოგრანიტის დამზადების ტექნიკა იდეალურად ჰქონდათ დახვეწილი და ამიტომაც, უკვე ძალიან საინტერესო და უნიკალური დიზაინის მქონე ფილებსა და სხვადასხვა ობიექტს ქმნიდნენ.
მომდევნო საუკუნეებში, კერამოგრანიტის წარმოების ტექნიკები კიდევ უფრო გაუმჯობესდა და ჩინური კერამოგრანიტზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა, როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე ევროპაშიც. აბრეშუმის გზამ კი, გადამწყვეტი როლი ითამაშა კერამოგრანიტის წარმოების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და ცოდნის ამაღლებაში.
კერამოგრანიტი შექმნის დღიდან არ კარგავდა აქტუალობას და საბოლოოდ, მეთვრამეტე საუკუნეში, ინდუსტრიულმა რევოლუციამ კერამიკის დამზადებისა და წარმოების პროცესი კიდევ უფრო დახვეწა, მათ შორის, განვითარდა ფილების მიმართულებაც. ტექნოლოგიის გაუმჯობესებასთან ერთად, კერამოგრანიტის ფილები ხელმისაწვდომი გახდა მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, რამაც არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში მისი მოხმარების წილი ასმაგად გაზარდა.
კერამოგრანიტის ფილების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა მათი განსაკუთრებული გამძლეობაა. კერამოგრანიტი დამზადებულია მაღალი ხარისხის თიხისგან, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ, უკიდურესად მაღალ ტემპერატურაზე გამოიწვება. კერამოგრანიტის ფილები შექმნილია იმისთვის, რომ გაუძლოს მძიმე დატვირთვას, რაც მათ იდეალურ მასალად აქცევს როგორც შიდა, ასევე გარე გამოყენებისთვის. ამასთან ერთად, იგი მდგრადია ნაკაწრებისა და ლაქების მიმართ, რაც პროდუქტის თავდაპირველ სილამაზეს სილამაზისა და ფუნქციონირების შენარჩუნებას წლების განმავლობაში უზრუნველყოფს.
კერამოგრანიტის ფილებს წყლის შეწოვის უკიდურესად დაბალი მაჩვენებელი აქვს, რაც მას წყლისა და ტენიანობის შეღწევისგან იცავს. ამ მახასიათებლის გათვალისწინებით, კერამოგრანიტი შესანიშნავი საშუალებაა სამზარეულოსა და სველ წერტილებში გამოსაყენებლად. იატაკის სხვა მასალებისგან განსხვავებით, რომლებიც წყალთან ზემოქმედებით შესაძლოა დაზიანდეს, კერამოგრანიტი ინარჩუნებს სტაბილურობას, რაც თქვენი იატაკის ხანგრძლივ და უპრობლემო მოხმარებას განაპირობებს.
როგორიც არ უნდა იყოს თქვენი ესთეტიკური პრეფერენციები, კერამოგრანიტის ფილები იმდენად მრავალფეროვანი დიზაინითაა ხელმისაწვდომი, რომ შეუძლებელია თქვენთვის სასურველი მოდელი ვერ იპოვოთ. მათ შორის, ხშირად აღმოაჩენთ ნატურალური ქვის, ხისა და სხვა მასალების მსგავსი იერსახის მქონე ნიმუშებს. გარდა ამისა, უფრო ნეიტრალური და სადა დიზაინის მოყვარულებს უბრალოდ ფერადი ფილების შეძენაც მარტივად შეუძლიათ.
დღევანდელ მსოფლიოში, სადაც ცხოვრება ძალიან სწრაფი ტემპით მიდის, სახლის მეპატრონეები ეძებენ ისეთ პროდუქტებს, რომლებიც მათ დროსა და ძალისხმევას დაზოგავს. კერამოგრანიტის ფილები, ამ კრიტერიუმს იდეალურად ერგება. მათი მკვრივი და არაფოროვანი ზედაპირის გამო, ეს ფილები ადვილად იწმინდება და მინიმალურ მოვლას საჭიროებს. რეგულარული წმენდა და დროდადრო რბილი სარეცხი საშუალების გამოყენება იდეალურ მდგომარეობაში შეინახავს თქვენს იატაკს.
მათთვის, ვინც ეკომეგობრულ მასალებს ანიჭებს უპირატესობას, კერამოგრანიტის ფილების ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი. ბევრი მწარმოებელი კომპანია, თანამედროვე ბაზარზე, კერამოგრანიტს რეციკლირებული მასალების გამოყენებით აწარმოებს, რაც ამცირებს მათ მიერ ნახშირბადის კვალს დედამიწაზე და იცავს ბუნებრივ რესურსებს. გარდა ამისა, კერამოგრანიტის გამძლეობა და სიმტკიცე მასალის განახლებისა და ჩანაცვლების საჭიროებას ამცირებს, რაც შემდგომში, ხელს უწყობს გარემოზე ზემოქმედებისა და დამატებითი ხარჯების წარმოქმნის საჭიროების შემცირებას.
სად შევიძინო კერამოგრანიტის ფილები?
კერამოგრანიტის ფილების შეძენა სასურველია ისეთ მომწოდებელთან, რომელთანაც ცნობილი და სანდო ბრენდების კოლექციებს აღმოაჩენთ. ამ გზით, თქვენ თავს დაიცავთ თაღლითობისა და დაბალი ხარისხის მასალების შეძენისგან. საქართველოს ბაზარზე პრემიუმ ხარისხის კერამოგრანიტის შემომტანი “გალერეა დემასია”, სადაც პროდუქცია იტალიის, ესპანეთისა და გერმანიის წამყვანი ბრენდების მოდელებითაა შევსებული. მათ შორის, “დემასი” გთავაზობთ ისეთი პოპულარული ბრენდების მასალებს, როგორიცაა Marazzi Group, Ceracasa, Ecoceramic, Halcon, Ricchetti და სხვა.