სამზარეულოს ნიჟარის შერჩევა არის ისეთი ინვესტიცია, რომელიც სრულად შეცვლის თქვენი სამზარეულოს ფუნქციონალურობასა და იერსახეს. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ სწორედ ისეთ ნიჟარას არჩევთ, როგორიც თქვენს ყველაზე იდეალურ წარმოდგენას შეესაბამება, საჭიროა გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი, მანამ, სანამ უშუალოდ პროდუქტს შეიძენთ. დაწყებული მასალიდან, დამთავრებული ზომით, ამ სტატიაში, ყველა მნიშვნელოვანი დეტალი შეგხვდებათ, რომელიც საქმეს ძალიან გაგიმარტივებთ:
როდესაც საქმე სამზარეულოს ნიჟარას შეეხება, უამრავი მასალაა ხელმისაწვდომი, საიდანაც სასურველი შეგვიძლია ავირჩიოთ, მაგალითად:
– კერამოგრანიტი;
– უჟანგავი ფოლადი;
– ფაიფური;
– და სხვა.
მაშინ, როცა საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანის წინაშე ვდგავართ, პირველ რიგში, საჭიროა რეალისტურად დავფიქრდეთ, თუ რა სიხშირით მოვიხმართ ნიჟარას და შესაბამისად, რა სიხშირით ვაპირებთ მის გასუფთავებასა და წმენდას. კერამოგრანიტის ნიჟარები მიდრეკილია ლაქებისა და ნაკაწრებისკენ, თუმცა ეს სანერვიულო სულაც არ არის, ვინაიდან მათი მოშორება სწორი წმენდის შემთხვევაში, შესაძლებელია. თუ, საკვებს სახლში ამზადებთ ან უბრალოდ ოჯახის ბევრი წევრი გყავთ, ალბათ, საუკეთესო არჩევანი არის უჟანგავი სამზარეულოს ნიჟარა. გარდა იმისა, რომ უჟანგავი ფოლადი ძალიან მინიმალისტურ იერსახეს მატებს ოთახს, მისი მოვლა და სუფთად შენარჩუნებაც ძალიან მარტივია.
თუ არასდროს დაჰკვირვებიხართ, შესაძლოა არც იცოდეთ, რომ რამდენიმე ტიპის სამზარეულოს ნიჟარა არსებობს. მაგალითად, ზემოდან ჩადგმული სამზარეულოს ნიჟარა (drop in sink), რომელსაც სამზარეულოს ზედაპირზე თვალისათვის ხილული ბაგე აქვს მოთავსებული. ასევე, არსებობს ქვემოდან დამონტაჟებული ნიჟარა (undermount sink), რომელიც სამზარეულოს დახლის უწყვეტობას განაპირობებს, ვინაიდან მასალა ზედაპირზე არ გადმოდის. ნებისმიერ შემთხვევაში, არჩევანის გაკეთებისას, ენდეთ თქვენს გემოვნებას და იმას, თუ როგორი ინტერიერის დიზაინი გაქვთ მთლიანი სამზარეულო ოთახისთვის შერჩეული.
როდესაც სამზარეულოს ნიჟარის ზომას არჩევთ, რამდენიმე ფაქტორი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:
ოდესმე, შეხვედრიხართ ადამიან, რომელიც ჩიოდა, რომ სამზარეულოს ნიჟარა ზედმეტად ტევადია? ალბათ, არა. სწორედ ამიტომ, თუ სივრცე ამის შესაძლებლობას გაძლევთ, აუცილებლად მოიაზრეთ ორგანყოფილებიანი ნიჟარის დამონტაჟება. ეს, პირველ რიგში, გეხმარებათ ერთმანეთისაგან განაცალკეოთ გასარეცხი და სუფთა ჭურჭელი. გარდა ამისა, დიდი საოჯახო თუ სამეგობრო შეკრებების დროს, საშუალებას გაძლევთ, დასვრილი ჭურჭელი სრულად მოათავსოთ ნიჟარაში და მოამზადოთ გასარეცხად.
ხოლო, თუ თქვენ იმდენად დიდ სადილებს ამზადებთ, რომ ერთი, თუმცა დიდი ნიჟარა გესაჭიროებათ, მაშინ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი ფართო და ერთგანყოფილებიანი ნიჟარის შეძენაა. ასეთ შემთხვევაში, ნიჟარაში თავისუფლად მოათავსებთ და გარეცხავთ სტანდარტულზე დიდი ზომის თასებსა და ტაფებს, რაც რა თქმა უნდა, დიდი კომფორტია.
სად შევიძინო სამზარეულოს ნიჟარა?
როგორც ვიცით, სამზარეულო სახლის გული და ადამიანების თავშეყრის ყველაზე საყვარელი ადგილია. აქ ვამზადებთ გემრიელ კერძებს, ვსაუბრობთ სიახლეებზე ცხოვრებაში ან უბრალოდ სასიამოვნოდ ვატარებთ დროს, ჩვენს მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებთან ერთად. სწორედ ამიტომ, ნებისმიერ დეტალს, რომელიც კომფორტული სამზარეულოს შემადგენელი ნაწილია, დიდი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. განსაკუთრებით, მაშინ, როცა მაგალითად, ახალი სამზარეულოს ნიჟარის შეძენას ვაპირებთ. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია, უპირატესობა ხარისხს მივანიჭოთ, რათა სრულად შევიგრძნოთ კომფორტული სივრცის შესაძლებლობები. საქართველოში პრემიუმ ხარისხის სამზარეულოს ნიჟარების შემომტანი სავაჭრო ცენტრი “იდეალია”, სადაც შეძლებთ შეიძინოთ ისეთი ცნობილი და სანდო ბრენდების ნაწარმი, როგორიცაა, მაგალითად, თურქული Livinox. რაც მთავარია, კომპანიის პროდუქციის დათვალიერებას შეძლებთ როგორც ფილიალში ვიზიტისას, ასევე ონლაინ, “იდეალის” ვებგვერდის საშუალებით.