სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი აცხადებს კონკურსს ნინოწმინდაში თემის მობილიზატორის შესარჩევად.
თემის მობილიზატორი 2022 წლის 15 თებერვლიდან 31 დეკემბრამდე იქნება ჩართული პროექტში – ,, მონაწილეობითი ბიუჯეტირება – მოქალაქეთა ინტერესების დაცვისათვის“ , რომელსაც ახორციელებს სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია ნინოწმინდასა და ბორჯომში ხელი შეუწყოს ქალების, ხანდაზმულებისა და ახალგაზრდების გაძლიერებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობას.
სამუშაოს აღწერილობა:
• თემის მობილიზატორი იმუშავებს ნინოწმინდის ოფისში და კოორდინირებას გაუწევს პროექტის განხორციელებას ნინოწმინდაში.
• იმუშავებს ნინოწმინდის საინიციატივო ჯგუფთან. დააორგანიზებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამიზნე ჯგუფების
წარმომადგენლებთან შეხვედრებს.
• დაეხმარება პროექტის მართვის გუნდს საინიციატივო ჯგუფისათვის ტრენინგის ორგანიზებაში. მოაგვარებს ლოჯისტიკის საკითხებს.
• დაეხმარება პროექტის მართვის გუნდს ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან კომუნიკაციაში.
• პროექტის მიზნებიდან გამომდინარე დაეხმარება პროექტის მართვის გუნდს სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
აუცილებელი მოთხოვნები:
• აპლიკანტი კარგად უნდა ფლობდებს სომხურ და ქართულ ენებს.
• უნდა იყოს კომუნიკაბელური და აქტიური.
• უნდა ჰქონდეს ინტერნეტში ონლაინ მუშაობის გამოცდილება.
• სასურველია ჰქონდეს არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება.
• აპლიკანტი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან პარტიის აქტივისტი.
• არ უნდა იყოს საჯარო მოხელე ან ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული აიპის წარმომადგენელი.
თემის მობილიზატორის ყოველთვიური ანაზღაურებაა ხელზე ასაღები – 215 აშშ დოლარი. (დაახლოებით 600 – 650 ლარი).
დაინტერესებულმა პირებმა 2022 წლის 7 თებერვლამდე გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე და საკონტაქტო ინფორმაცია მეილზე: infomediacentri@gmail.com ან დაგვირეკეთ ტელეფონზე: 593 33 44 93.
აპლიკანტებს გასაუბრებისათვის დავუკავშირდებით 10 თებერვლამდე.
სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი (SJMC) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც – 20 წელია მუშაობს სამცხე-ჯავახეთში. იგი ხელს უწყობს რეგიონში ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერებასა და გააქტიურებას, მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მოქალაქეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.
SJMC თავის საქმიანობას წარმართავს არაფორმალური განათლების, ადვოკატირების კამპანიების გზით და მულტიმედია კომპონენტის აქტიური გამოყენებით.