ახალქალქში მედიქალ ვორლდის ლაბორატორია უკვე ყველასთვის კარგად ცნობილია, ის თითქმის ორი წელია სამედიცინო ლაბორატორიულ სერვის აწოდებს ახალქალაქის და არამარტო ახალქალაქში მცხოვრებებს.

“მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის” მიზანი საქართველოში მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიათა ქსელის შექმნა და კვლევის ინოვაციური სტანდარტების დანერგვაა.

ლაბორატორია 2017 წელს, კომპანია “მედიქალ ვორლდის” ბაზაზე დაფუძნდა და უმაღლესი ხარისხის, მსოფლიოში აღიარებული ბრენდების ავტომატიზებული და ნახევრად ავტომატიზებული ანალიზატორებით და რეაგენტებით აღიჭურვა.

20230412_145746

გერმანული ხარისხის სერტიფიკატის მფლობელი „მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ საქართველოს 12 ქალაქში, 14 ფილიალით არის წარმოდგენილი და პაციენტებს  800-ზე მეტი სახეობის კვლევას სთავაზობს დიაგნოსტიკის შემდეგ დარგებში:

  • PCR მოლეკულური კვლევა
  • ჰემატოლოგია
  • ბიოქიმია
  • იმუნოლოგია
  • ბაქტერიოლოგია
  • სეროლოგია
  • ციტოლოგია

ანალიზების სიზუსტეს და ხარისხს უზრუნველყოფს RfB (Referenzinstitut für Bioanalytik) – გერმანიაში მოქმედი ბიოანალიზის რეფერალური ინსტიტუტი.

საუკეთესო აღჭურვილობა და მაღალკვალიფიციური, გამოცდილი პერსონალი პაციენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის მომსახურებას უმოკლეს დროში.

20230412_145410

“მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის” მთავარი მახასიათებელი მოქნილობა და მობილობაა.

ლაბორატორიის მომსახურების მიღება შესაძლებელია როგორც ჩვენს ფილიალებში, ასევე მოქმედებს ადგილზე გამოძახების უფასო სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით.

3

ახალქალაქში ლაბორატორია მოქმედებს შემდეგ მისამართზე: ნალბანდიანის ქუჩა 46. ლაბორატორია მუშაობს სამუშაო დღეებში დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს 10:00 – 14:00.
დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ +995 596 19 11 00 ნომერზე.