საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო გზებით ფოსტის პირდაპირი ტრანსპორტირების დაწყების შემდეგ რუსულმა საავიაციო კომპანია “აზიმუტმა” 4,6 ტონა საფოსტო გზავნილები გადაიტანა, – ინფორმაციას რუსული სამთავრობო გამოცემა საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფოსტის რეგულარული გადაზიდვა, რომელიც 7 ივლისს განახლდა, ჩვენს ქვეყნებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის პოპულარული გზა ხდება. თვე-ნახევარზე ცოტა დროში, რუსული აირლაინის, “აზიმუტის” მიერ გადაზიდული კორესპონდენციის საერთო მასა 4,6 ტონას უტოლდება”, – წერს რუსეთის ინტერესების სექცია.
მათივე ცნობით, უახლოეს მომავალში ამ მაჩვენებელმა შეიძლება 6 ტონას მიაღწიოს.