შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, ასევე ნაპოვნია ადამიანის სხეულის ფრაგმენტი. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში მაშველებმა 25 ადამიანის ცხედარი იპოვეს, 8 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ.
3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეთერთმეტე დღეა, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.