საქართველოში კორონავირუსის 92 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 241 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვლილა სამი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 6 708 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 261, „პისიარ“-ტესტით – 1 447.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,37%, ბოლო 14 დღის – 1,2%, ბოლო 7 დღის – 1,15%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 654 255 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 635 791 გამოჯანმრთელდა, 16 800 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 877 150 აცრა, დღიურად აცრილია 98.
ამასთან, 23 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 259 პირი, გარდაიცვალა ორი პაციენტი.