ქალაქის დღის აღსანიშნავად მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტმა 35 000 ლარი გამოყო. ქალაქის დღის აღნიშვნა 9 სექტემბერს იგეგმება. წელს ახალქალაქს 959 წელი შეუსრულდება.
ახალქალაქის დღე მუნიციპალიტეტში პირველად 2017 წელს აღინიშნა. ამის შემდეგ დღესასწაული ყოველწლიურად (პანდემიის წლის გარდა) გაიმართებაა. წელს ახალქალაქი 959 წლის იუბილეს აღნიშნავს. ქალაქის დღის აღნიშვნა სექტემბრის პირველ ათ დღეში გახდა ტრადიციად, როცა რეგიონი მარცვლეულის მოსავალს იღებს და კარტოფილის მოსავლისთვის ემზადება.
ქალაქის დღის აღსანიშნავად ადგილობრივმა ბიუჯეტმა 35 000 ლარი გამოიყო. ორგანიზაციის ტენდერი უკვე გამოცხადდა. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 21 აგვისტო. დღესასწაული ახალქალაქის “ხას ბახჩა” ცენტრალურ პარკში, 9 სექტემბერს გაიმართება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დღესასწაულზე გათვალისწინებულია სხვადასხვა დეკორაციის, მათ შორის ფერადი განათების, ახალქალაქისა და საქართველოს გერბის გამოსახულებით დროშების შეძენას, რომლებიც დაამშვენებს პარკს. ბუშტები, მათ შორის ბრენდირებული, მაისურები პრინტით “ახალქალაქის დღე 2023”, საპნის ბუშტები და სხვა. ფესტივალის ფარგლებში მოსახლეობას გაართობს მედოლეები, მოძრავი ქანდაკებები, ზღაპრის გმირები. პარკში იქნება საბეჭდი მოწყობილობა, სადაც მსურველებს ადგილზე გადაღებული ფოტოების დაბეჭდვა შეეძლებათ. წარდგებიან მუნიციპალიტეტის მუსიკალური ანსამბლები.
აღსანიშნავია, რომ პირველ დღესასწაულზე ადგილობრივმა ბიუჯეტმა 6000 ლარი გამოიყო. გასულ წელს 20 000 ლარი იყო გამოყოფილი.