დღეს, 12 აგვისტოს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარში, ღვთისმშობლის ფერისცვალების ანუ ყურძნის კურთხევის დღესასწაული აღნიშნეს. ყოველწლიურად ყველა მოუთმენლად ელის კურთხევის ცერემონიას, წელს ცერემონიას ერთგული სოფლის მოსახლეობაც ესწრებოდა.

ღვთისმშობლის ფერისცვალების ან ყურძნის კურთხევის დღესასწაული სომხური სამოციქულო ეკლესიის ხუთი უფლის დღესასწაულიდან ერთ-ერთია, რომელიც ყოველწლიურად 15 აგვისტოს უახლოეს კვირას აღინიშნება.

სამსარის მორწმუნე მოსახლეობა სოფლის ცენტრში მდებარე სურბ ჰარუთუნის ეკლესიაში შეიკრიბა, სადაც სამცხე-ჯავახეთის ვიკარიატის სოფელ არაგვას „სურბ გევორგის“ ეკლესიის და სამცხე-ჯავახეთის ვიკარიატის ახალქალაქმის მიმდებარე სოფლების სულიერი მსახური, მღვდელმა ტერ თადევოს ტერ-მკრტჩიანმა ყურძნის კურთხევის ცერემონია ჩაატარა.

xaxox11

„რამდენიმე დღის წინ ვიყავი იერუსალიმში, და იქაც აღვნიშნე, რომ სამსარაში უფრო მეტი ხალხი მოდის ეკლესიაში, ვიდრე იერუსალიმში. ასეთი რიტუალები ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით შორეული სოფლებისთვის, რათა ხალხს რწმენა შეუნარჩუნდეს. დღეს ჩვენ ვაძლევთ ხელშესახებ კურთხევას ყურძნის მეშვეობით, რათა ჩვენი ხალხი გახდეს კურთხევის შუამავალი. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ეკლესიის მეშვეობით მაქსიმალურად შევავსოთ ხალხის სულიერი მოთხოვნილებები“, – Jnews-თან საუბარში სამსარას სულიერმა მწყემსმა, მღვდელმა ტერ თადევოს ტერ-მკრტჩიანმა აღნიშნა.

ეკლესიის ნათლიამ და სოფლის მცხოვრებლებმა ყურძნის პირველი მოსავალი ეკლესიაში წაიღეს. დამსწრეებს ნაკურთხი მოსავალი დაურიგეს. ტრადიციის მიხედვით, წელიწადში პირველად აუცილებლად ნაკურთხი ყირძენი უნდა მივირთვათ.

xaxox1

სომხურ სამოციქულო ეკლესიაში დღესასწაული იმით არის გამორჩეული, რომ აგვისტოს ამ პერიოდში სომხეთის წარმართული ხანის ყურძნის დამწიფების რიტუალს ეძღვნება. ამგვარად, დღესასწაულის დღეს, ლიტურგიის შემდეგ, ყურძენს აკურთხებენ, რის შემდეგაც შესაძლებელია მირთმევა. ასე იკურთხება წლის მთელი მოსავალი. იგივე ნაკურთხი ყურძენი გამოიყენება ნაკურთხი ღვინის დასაყენებლად, რომელსაც ხალხი ყურძნის კურთხევის მომდევნო წლამდე ინახავს სიუხვის უზრუნველსაყოფად.