სოფელ კიროვაკანსა და კუმურდოს შორის წიწვოვანმა ტყემ გამოჯანმრთელება დაიწყო, ფიჭვებზე მწვანე ნემსები გაჩნდა. ხეებზე მავნებლები მასობრუვად არ შეინიშნება, თუმცა იშვიათად მაინც შეინიშნება ჭიები.
ივლისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ფიჭვის მავნებელმა პრაქტიკულად გააშრო წიწვოვანი ტყის სარტყელი, რომელიც მდებარეობს სოფელ კიროვაკანსა და კუმურდოს შორის. მწერების სპეციალისტები – ენტომოლოგები – იმყოფებოდნენ ახალქალაქში და შეისწავლეს ტყის სარტყელში შეჭრის შემთხვევა, გამოავლინეს მავნებელი – Dendrolimus pini – ფიჭვის აბრეშუმის ჭია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ტყის სარტყელი ქიმიკატებით 13 ივლისს შეასხურეს. 32 ჰა ტყის ფართობი ნაწილობრივ დააზარალა მავნებელმა, რომელიც წიწვოვან ნემსებს ჭამდა. პროფილაქტიკის მიზნით, მთელი ტყე ორ უღელტეხილზე დამუშავდა Decis Flux ქიმიკატით. სპეციალისტები გვარწმუნენ, რომ ქიმიკატი ეფექტური იყო, მაგრამ მათ 10 დღის შემდეგ უნდა გადაემოწმებინათ შედეგები.
როგორც ახალქალაქის მერიაში გასულ კვირას ინსპექტირების შემდეგ განაცხადეს, მავნებლების მიერ დაზარალებულ ტყის სარტყელს ქიმიკატები უკვე მეორედ შეასხურეს. ახალქალაქის მერიის ეკოლოგიური სამსახურის გარემოსდაცვითი სამსახურის სამმართველოს უფროსის რამაზ ხუციშვილის თქმით, სიტუაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო აკონტროლებს.
მავნებლების შემოჭრის ერთ-ერთი მიზეზი ანტისანიტარია, ნაგავია. ხეების ქვედ ქეიფის შედეგი აღენიშნება, რომელსაც მოსახლეობა აწყობს, ასევე ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის პირას, რომლის გვერდით ტყის სარტყელია, მუდმივად ბინძურდება სატვირთო მანქანების მძღოლების და სხვების მიერ.