2021 წელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის ყანების ფართობის გაზრდითა და კარგი მოსავლიანობით გამოირჩეოდა. წარმოგიდგენთ მონაცემებს, თუ რა კულტურები და რამდენი მიიღო ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 2021 წელს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში წლეულს გაიზარდა კარტოფილის, ხორბლისა და შვრიის კულტივირებული მინდვრები, ხოლო სხვა კულტურები მუნიციპალიტეტში 2020 სასოფლო-სამეურნეო წელთან შედარებით შემცირდა.
ვინაიდან ახალქალაქში ფერმერებს ძირითადად კარტოფილი მოჰყავთ, ხოლო შარშან კარგი მოსავალი და კარტოფილის ფასიც კარგი იყო, 2021 წელი სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს ახალქალაქის საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრის ინფორმაციით, 2021 წელს მუნიციპალიტეტში ხახვის, ნივრისა და კომბოსტოს ნათესი მინდვრები დიდი არ იყო, ამიტომ ის არ დაითვალეს.
გთავაზობთ მუნიციპალიტეტის სასოფლო-სამეურნეო კულტურების სტატისტიკას.
2021 წელს მუნიციპალიტეტში 10 178 ჰექტარზე კარტოფილი დაითესა. შედეგად 230 575 ტონა მიიღეს:
სტაფილო – დათესეს 184 ჰექტარი, მიიღეს 7360 ტონა
ჭარხალი – დაითესა 84,50 ჰა, მიღებულია 3380 ტონა
ქერი – დაითესა 7200 ჰა, მიღებულია 19 954 ტონა
სუნელი – დათესილი 16 ჰა, მიღებულია 160 ტონა,
შვრია – დაითესა 456 ჰა, მიღებული ა 971 ტონა.