საგამოძიებო სამსახურში დაადასტურეს, რომ მკოიანების ერთ-ერთი გაზკომპანიის ფირმასთან დაკავშირებით, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქმედებს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს: “თაღლითობა, მოტყუების გზით სხვისი ქონების მისაკუთრება” და “განზრახ მსხვილი გადასახადებისგან თავის აცილება”.
აღინიშნება, რომ გამოძიება მოქალაქეების განცხადების საფუძველზე დაიწყო. განყოფილებაში გამორიცხავენ, რომ საქმე როგორღაც მკოიანის პოლიტიკურ საქმიანობასთან არის დაკავშირებული.
“გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მიმდინარე გამოძიება პოლიტიკურ კონტექსტში განიხილება, თითქოს გამოძიების დაწყება დაკავშირებულია არჩევნების მოახლოებასთან, სიმართლეს არ შეესაბამება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქმის გამოძიება მოქალაქეთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე დაიწყო”,- აღნიშნულია განცხადებაში.
რაც შეეხება ჩატარებულ სამძებრო სამუშაოებს, საგამოძიებო სამსახურის მონაცემებით, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ფაქტიური გარემოებების დასადგენად საჭირო დოკუმენტები დაილუქა. ასევე აღინიშნება, რომ უწყებას არავითარი ძალდატანებითი პროცესუალური ზომა არ მიუღია, რომელიც კომპანიის საქმიანობას ხელს შეუშლიდა და მოსახლეობას ბუნებრივი აირის გარეშე დატოვებდა.
“აღნიშნული საგამოძიებო ღონისძიებების დასრულების შემდეგ, კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ხელი მოაწერა პროტოკოლს, რომ დოკუმენტების დალუქვა კომპანიის საქმიანობას დაბრკოლებას არ შეუქმნის”,- ნათქვამია განცხადებაში.
ენზელ მკოიანი პოლიტიკით 90-იანი წლების ბოლოდან არის დაკავებული. დიდი ხნის განმავლობაში ის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენდა და პარლამეტში მეშვიდე და მერვე მოწვევების მაჟორიტარი დეპუტატი იყო. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წელს, მკოიანი “ქართული ოცნების” პარტიას შეუერთდა. 2016 წელს “ქართული ოცნების” მხრიდან ახალქალაქის მაჟორიტარ ოლქში არჩევნები მოიგო.
აღსანიშნავია, რომ დეპუტატ ენზელ მკოიანის მტკიცებით, 16 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მისი ძმის ოფისიდან დოკუმენტების უმეტესობა წაიღეს. მისივე თქმით, ამავდროულად მისი მომხრეებისა და ახლობლების მისამართით მუქარები აღინიშნა.
მკოიანი იმუქრება: “ჯავახეთის მოსახლეობა შემოდგომით ბუნებრივი აირის გარეშე დარჩება”
მკოიანი: ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ კანდიდატურა მოვხსნა