საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც სამსახური დაკარგა და სახელმწიფოსგან დახმარებას იღებს, ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით სესხი შემდგომი სამი თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერმა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო, რის შემდგომ ინფორმაცია საზოგადოებას სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააცნო.
გახარიას თქმით, გარდა ამისა, სესხი გადაუვადდება ყველა იმ ადამიანს, ვისაც კორონავირუსის პანდემიის გამო შემოსავალი შეუმცირდა.
“ასევე ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც შეუმცირდა შემოსავალი და აქვს საბანკო კრედიტი, თავისი სურვილით მიმართავს ბანკს, მათი საკრედიტო მომსახურეობა სამი თვით გადავადდება, ყველაფერი ეს მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე, რაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.